კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: სექტემბერი 2024

  • Home
  • ფატმა კობალაძე

ფატმა კობალაძე

ფატმა კობალაძე (1928-2014) საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი მოცეკვავე 1944 წელს დაიწყო მოღვაწეობა აჭარის სახელმწიფო ანსამბლში. ქართველ მოცეკვავეებში პირველმა შეასრულა განდაგანის პარტია. დაკრძალულია ბათუმში, ფერის სასაფლაოზე.

იუსუფ კობალაძე

იუსუფ კობალაძე (1906-1981) საქართველოს სახალხო არტისტი. 1932-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ხელმძღვანელი ს. ახმეტელი). პარალელურად (1937 წლამდე) გამოდიოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის…

მუხრან კობალაძე

მუხრან კობალაძე (1946-2012) პუბლიცისტი და ჟურნალისტი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი. მუხრან კობალაძე წლების განმავლობაში – გაზეთ “ბათუმური ქრონიკების” ლიტერატურული ნაწილის რედაქტორი იყო. მისი პუბლიცისტური წერილები დღესაც საინტერესოდ იკითხება. ის პედაგოგიურ…

გივი კობალაძე

გივი კობალაძე (1922-2004) შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შექმნისთანავე (1968 წ.), მიიღო გადაწყვეტილება, მხარში ამოდგომოდა თავის კოლეგას, ყინულოვან კაპიტანს ანატოლი კაჭარავას, რომელიც სანაოსნოს უფროსად დაინიშნა.…

მინდია მოსაშვილი

მინდია მოსაშვილი (დ. 7 იანვარი, 1928, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1982) მწერალი და ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ქართულ პრესაში. შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა, ხოლო…

ილო მოსაშვილი

ილო მოსაშვილი (დ. 7 იანვარი, 1896, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 3 აგვისტო, 1957, თბილისი) მწერალი. სწავლობდა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1914 წელს იურიდიული…

კოტე ნინიკაშვილი

კოტე ნინიკაშვილი (1937-2014) თეატრმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. გაზეთ “ქართული თეატრის დღის” დამაარსებელი და უცვლელი რედაქტორი, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, არა ერთი თეატრალური მონოგრაფიისა და ალბომის ავტორი. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.

ელისე პატარიძე

ელისე პატარიძე (დ. 16 ივნისი, 1896, ნაკარევი — გ. 10 თებერვალი, 1975, პარიზი, დაკრძალულია ლევილში) პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების (1917 წ.) შემდეგ ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური განხრით.…

რამაზ პატარიძე

რამაზ პატარიძე (დ. 6 ნოემბერი, 1927, თბილისი — გ. 1 ნოემბერი, 2020) – ენათმეცნიერი, მკვლევარი. დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.…

მარკ რივკინი

მარკ რივკინი (დ. 30 აპრილი, 1941, ქ. არხანგელსკი — გ. 31 მარტი, 2019) ჟურნალისტი. 1990-იან წლებში საქართველოს პირველ არხზე პროგრამა „ვესტნიკის“ წამყვანი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992 წელს. 1992-1995 წლებში იყო…