კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: დეკემბერი 2024

  • Home
  • ვარლამ ჟურული

ვარლამ ჟურული

ვარლამ ჟურული (დ. 15 სექტემბერი, 1908, სოფ. ჩიბათი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 30 იანვარი, 1965, თბილისი) – პოეტი, პუბლიცისტი. საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც…

გიორგი ჟურული

გიორგი ჟურული (1865-1951) – პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი (ფინანსთა მინისტრი). 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. გ. ჟურული ავტორია მეტად საინტერესო მოგონებებისა. დაკრძალულია ლევილის…

მიხეილ კედია

მიხეილ კედია (დ. 1902, თბილისი — გ. 20 აგვისტო, 1954) – ემიგრანტი გერმანიაში, აბვერის თანამშრომელი, მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაიხსნა ათასამდე ებრაელი. 1921 წელს საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს…

ვლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე

ვლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე (1884-1954) – 1918-1921 წლებში ქუთაისის მილიციის უფროსი. 1918 წლის დასაწყისში, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ ურატაძის კაბინეტის კარი მაღალმა, ძლიერი აღნაგობის ახალგაზრდა კაცმა შეაღო.…

გრიგოლ (გრიშა) ურატაძე

გრიგოლ (გრიშა) ურატაძე (დ. 1880, აცანა — გ. 1959, საფრანგეთი) – პოლიტიკოსი, დიპლომატი, დამფუძნებელი კრების წევრი, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი. 1912 წელს მონაწილეობდა ვენაში ქართული დელეგაციის მუშაობაში, სადაც ლევ ტროცკის…

სიმონ მდივანი

სიმონ მდივანი (დ. 1876-20 ოქტომბერი, ხონი – გ. 1937, 13 დეკემბერი, სოშო) – პოლიტიკოსი, დიპლომატი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს…

გიორგი ლასხიშვილი

გიორგი ლასხიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1866, ქუთაისი — გ. 15 მარტი, 1931, თბილისი) – პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრი 1884 წელს ჩაირიცხა ოდესის…

ევგენი ჯუღაშვილი

ევგენი ჯუღაშვილი (1936-2016) – პოლკოვნიკი, სამხედრო მეცნიერი, ინჟინერი და ისტორიკოსი. დაიბადა იოსებ სტალინის შვილის – იაკობის ოჯახში. გააჩნდა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობები. ცხოვრობდა მოსკოვსა და თბილისში. ევგენი ჯუღაშვილი გადაღებულია რამდენიმე…

გია აბესაძე

გია აბესაძე (დ. 1956, ზესტაფონი — გ. 21 სექტემბერი, 1991, ზესტაფონი) – ექიმი, კარდიოლოგი. 1991 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავი დაიწვა სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად. მისი სახელი მიენიჭა ისტორიულ ქუჩას…

კაპიტონ აბესაძე

კაპიტონ აბესაძე (დ. 25 ნოემბერი, 1900, სოფ. მუხურა, ტყიბულის მუნიციპალიტეტი ― გ. 12 ივლისი, 1987, ქუთაისი) – მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1922 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1921-1926 წლებში მონაწილეობდა ქუთაისის…