ლევან კოხრეიძე
ლევან კოხრეიძე (1975-2008) – უმცროსი სერჟანტი. რუსეთ-საქართველოს ომის გმირი. დაიბადა სოფელ ჯიხაიშში. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა. სენაკში, მეორე ბრიგადაში მუშაობდა კავშირგაბმულობის ხაზით. ორი წელი იმსახურა ჯარში, სექტემბერში უფროსი…
ალექსანდრე აბაშელი
ალექსანდრე (ისააკ) აბაშელი (ნამდვილი გვარი ჩოჩია) (15 აგვისტო, 27 აგვისტო, 1884, სოფელი საჩოჩიო, აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 27 სექტემბერი, 1954, თბილისი) – პოეტი, პირველი ქართველი ფანტასტი მწერალი. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის…
ვახტანგ ჯაოშვილი
ვახტანგ ჯაოშვილი (1914,-1997) – ეკონომ-გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1978). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს გეოგრაფიული…
ლევან შენგელია
ლევან შენგელია (1921-2009) – რუსეთის დამსახურებული მხატვარი, სტალინური პრემიის ლაურეატი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, მოგვიანებით – მოსკოვის ხელოვნების აკადემია. მუშაობდა “მოსფილმის” სტუდიაში. დაკრძალულია მოსკოვში,…
ტიციან შარაშიძე
ტიციან შარაშიძე (1898-1955) – საოპერო მომღერალი, ბარიტონი, რუსეთში მოღვაწე საოპერო რეჟისორი. დაიბადა ჩოხატაურში. დაამთავრა ქ. ქუთაისის გიმნაზია; სწვლობდა ქ. კიევის უნივერსიტეტში; 1923 წელს მიავლინეს ქ. მოსკოვში, სადაც 1926 წელს დაათავრა…
იური სხირტლაძე
იური სხირტლაძე (1928-1989) – კინოოპერატორი. გადაღებული აქვს ფილმები: სამანიშვილის დედინაცვალი, ცისფერი მთები და ა.შ. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე.
ევგენია გელოვანი
ევგენია გელოვანი (1926-2004) – მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელში 1936–1945 წლებში; 1945–1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა; დაკრძალულია მოსკოვში, ვოსტრიაკოვსკის სასაფლაოზე.
ნოე ავალიანი
ნოე ავალიანი (1922-2010) – ბალეტისა და კინოს მსახიობი. 1957 წელს დაამთავრა სახელმწიფო ხელოვნების აკადემია. 1940-1963 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის მსახიობი. დაკრზალულია მოსკოვში, ვედენოს სასაფლაოზე.
მიხეილ პაპავა
მიხეილ პაპავა (1906—1975) – სცენარისტი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი. დაიბადა ხარკოვში. 1931 წელს დაამათავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა “მოსფილმში”. 1950 წელს მიიღო სტალინური პრემია. დაკრძალულია მოსკოვში, დონის სასაფლაოზე.
ამირან ქადიეშვილი
ამირან ქადიეშვილი (1936-2021) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ “ძველი სახლის” სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. დაკრძალულია თბილისში, მახათას პანთეონში.