კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • მურად ჭიჭინაძე

მურად ჭიჭინაძე

მურად ჭიჭინაძე (1946-1984) სპორტის ოსტატი, ორგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ალპინიზმში. დაიღუპა უშბაზე. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში.

უშანგი ჭიჭინაძე

უშანგი ჭიჭინაძე (1929-2008) სპორტული ჟურნალისტი. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.

ავთანდილ ჭიჭინაძე

ავთანდილ ჭიჭინაძე (1921-2010) რუსეთისა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაკრძალულია მოსკოვში, სომხურ სასაფლაოზე.

ალექსანდრე ჭიჭინაძე

ალექსანდრე ჭიჭინაძე (1917-1994) ბალეტმეისტერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი. დააამთავრა მხატ-ი, 1944-1966 წლებში-დიდი თეატრის სოლისტი. დაკრძალულია მოსკოვში, სომხურ სასაფლაოზე.

დოდო ჭიჭინაძე

დოდო ჭიჭინაძე (დ. 28 დეკემბერი, 1924, ქუთაისი — გ. 3 ნოემბერი, 2009, თბილისი) ქართველი კინო- და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960). საქართველოს სახალხო არტისტი (1976). 1944-45 დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან…

გივი ჭიჭინაძე

გივი ჭიჭინაძე (დ. 12 აგვისტო, 1934, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 1999) პოეტი და მსახიობი. 1953 წელს ჩაირიცხა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს და მუშაობა დაიწყო…

კონსტანტინე ჭიჭინაძე

კონსტანტინე ჭიჭინაძე (დ. 18 მაისი, 1891, სოფ. ხიმში (ამბროლაურის რაიონი) — გ. 18 იანვარი, 1960, თბილისი) პოეტი, მთარგმნელი ტექსტოლოგი, რუსთველოლოგი. საშუალო განთლება მიიღო ქუთაისსა და ბაქოში. 1916 წელს თბილისში დაამთავრა…

ამირან ჭიჭინაძე

ამირან ჭიჭინაძე (დ. 14 სექტემბერი, 1934, თბილისი — გ. 24 ივნისი, 2007) დრამატურგი, ინჟინერი, ხელოვნების მუშაკი. 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი; 1964 წელს კი მოსკოვის უმაღლესი…

ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე

ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე (დ. 18 ნოემბერი, 1873, გოდოგანი, — გ. 30 სექტემბერი, 1921, თბილისი) პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი 1920 წლის ნოემბრიდან 1921 თებერვლამდე. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური…

ომარ ტივაძე

ომარ ტივაძე – საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი დიქტორი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია გიორგი ტივაძე (1904- 1969) – ისტორიკოსი, პროფესორი.