კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • შოთა კუპრაშვილი

შოთა კუპრაშვილი

შოთა კუპრაშვილი (14.XI.1919, თბილისი, – 12.XII.1995) მხატვარ-გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). 1940–46 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. 1947-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ხატვის კათედრაზე (1976-იდან – პროფესორი). აღზარდა ქართველ მხატვარ-გრაფიკოსთა…

ალბერტ დილბარიანი

ალბერტ დილბარიანი (1927-1991) საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1952, უჩა ჯაფარიძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1952 წლიდან. შესრულებული აქვს პეიზაჟური და ჟანრული ხასიათის სურათები, პორტრეტები, ნატურმორტები: „ბოტანიკურ…

თენგიზ ზეინკლიშვილი

თენგიზ ზეინკლიშვილი (1933-1990) – მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1957 წელს (ვოკალური).1958 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ბარიტონი); დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა…

თემურ მათურელი

თემურ მათურელი (1947-1993) – მუსიკოსი. პიანისტი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1965 წელს, მოსკოვის კონსერვატორია 1970 წელს(საფორტეპიანო). 1970-1991წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1991-1992წწ. თანამშრომლობდა საქართველოს სიმებიან…

ელდარ კერძევაძე

ელდარ კერძევაძე (1942-1991) – პოეტი. 1959-1961წწ. სწავლობდა პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და დაამთავრა 1969 წელს. მისი პოეტური დებიუტი 1960 წელს შედგა, ლექსების პირველი…

თენგიზ ჯანგავაძე

თენგიზ ჯანგავაძე (1940-2024) მუსიკოსი, კონსერვატორიის პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

აკაკი სურგულაძე

აკაკი სურგულაძე (დ. 24 ივნისი, 1913, შემოქმედი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1991) – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974). მონაწილეობდა მეორე…

თენგიზ ანთელავა

თენგიზ ანთელავა (1935-2011) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1957-1975წწ. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე; 1976-1979წწ. იყო სოხუმის N1 სკოლა-ინტერნატის დირექტორი. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;…

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი (1960-2021) – ბიბლიოგრაფი, ინჟინერი, ფიზიკოსი. დაამთავრა მოსკოვის ფიზიკა–ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკისა და ენერგეტიკის ფაკულტეტი 1983 წელს. 1983–1986წწ. იყო მოსკოვის ოლქის კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტის ფილიალის ინჟინერი; 1990–1993წწ. საქართველოს…

ვაჟა ჯინჯიხაძე

ვაჟა ჯინჯიხაძე (1931-1993) – საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დაამთავრა მოსკოვის საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, იურისტის სპეციალობით. 1956 წელს “თბილმრეწვაჭრობის” საგეგმო განყოფილების ეკონომისტი; 1957-1961წწ. საქართველოს…