კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • დავით გოგიაშვილი

დავით გოგიაშვილი

დავით გოგიაშვილი „თავგასა“ (1959-1999) – ანსამბლის “ქართული ხმების” სოლისტი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. ამაღლების ეკლესიის გვერდით.

ჯემალ გოგუაძე

ჯემალ გოგუაძე (1939-2000) ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1963 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე; 1994 წლიდან იყო ამავე…

ვაჟა ივერიელი

ვაჟა ივერიელი (1925-1999) ექიმი–თერაპევტ–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1950წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის,…

გრიგოლ კოკელაძე

გრიგოლ კოკელაძე (1904-1988) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს(საკომპოზიტორო). 1928 წელს დაიწყო მუსიკალურ–პედაგოგიური მოღვაწეობა; სხვადასხვა…

იგორ კრეპსი

იგორ კრეპსი (1944-2024) – კინოოპერატორი. დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი. 1970 -1987წწ. მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში ოპერატორად. 1987 წლიდან “ქართული ფილმის” დამდგმელი ოპერატორია. გადაიღო მხატვრული და…

აბელ მამარდაშვილი

აბელ მამარდაშვილი (დ. 11 დეკემბერი, 1929, ქუთაისი — გ. მაისი, 2008) ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1958 წელსდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1958–1961 წლებში იყო სურამის, თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს…

ანდრო მირიანაშვილი

ანდრო მირიანაშვილი (1927-1991) – ლიტერატურათმცოდნე, მკვლევარი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, სხვადასხვა დროს…

აპოლონ ნუცუბიძე

აპოლონ ნუცუბიძე (1903-????) ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1963). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1928 წელს. 1926-1928წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაზეთის “პროლეტარულ სტუდენტთა ხმის” რედაქტორი. 1931-1939წწ. გაზეთი “კომუნისტის” საერთაშორისო ინფორმაციის…

უშანგი ობოლაძე

უშანგი ობოლაძე (1909-1991) პედაგოგი,საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ.გიორგის ეკლესიის ეზოში.

ზურაბ ნაირაშვილი

ზურაბ ნაირაშვილი (1941-1993) გენერალ-მაიორი, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი შემქმნელი და სამხედრო კონსულტანტი, გვარდიის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსი (1989-1990), შტაბის უფროსი (1990-1991), სარდლის მოადგილე (1992-1993) საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საჰაერო…