კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • პოლიკარპე ზერაგია

პოლიკარპე ზერაგია

პოლიკარპე ზერაგია (1912-1986) – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1934 წელს. 1956-1962 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, 1960-1986 წლებში ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. იკვლევდა პოლიჰარმონიული,…

კიმი ტაბატაძე

კიმი ტაბატაძე (1931-1990) მოქანდაკე. “დიდების მემორიალის” ავტორი. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიასთან. ‎

ქეთევან ირემაძე

ქეთევან ირემაძე (დ. 8 სექტემბერი, 1912, თბილისი — გ. 19 აგვისტო, 1945) – მწერალი, მთარგმნელი. 1931 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. ხალას ნიჭთან…

ვლადიმერ დავითაშვილი

ვლადიმერ დავითაშვილი (1982-2008) – ცხინვალის ომის გმირი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი. სამხედრო საქმე მოსწონდა და აპირებდა კიდეც, სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას. 18 წლის გახდა თუ…

ოთარ გვინჩიძე

ოთარ გვინჩიძე გიორგი ლეონიძის სიძე, მასთან ერთად დაკრძალულია გიორგი ლეონიძის შვილი – თინათინ ლეონიძე. საფლავი მდებარეობს საბურთალოს სასაფლაოზე.

ილია მირცხულავა

ილია მირცხულავა (1913-1976) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1938 წელს; საკ. კპ (ბ) ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1941 წელს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1958-1964წწ.…

ვასილ პაპინაშვილი

ვასილ პაპინაშვილი (1924-1976) შრომის გმირი. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1941 წელს თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში. 19942-1945 წწ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. არჩეული იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატად. 1966 წელს…

სევერიან თავდიშვილი

სევერიან თავდიშვილი (1909-1981) შრომის გმირი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, გუდაუთის სასოფლო განყოფილების თავმჯდომარე. 1947 წელს მიენიჭა შრომის გმირობა. შემდგომ პერიოდში იყო სოხუმის რაიკომის მდივანი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

ევგენი არტემიძე

ევგენი არტემიძე (დ. 4 აგვისტო, 1920 — გ. 22 ივნისი, 2010) მეორე მსოფლიო ომის ქართველი მონაწილე, 1945 წლის ტექსელის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1940 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1941 წლის აგვისტოში…

იური კაკულია

იური კაკულია (1923-1997) რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1946 წელს და მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს. სხვადასხვა…