ივდითი ნიჟარაძე
ივდითი ნიჟარაძე (1911-1995) – უშგულის მკვიდრი, გურამ თიკანაძის მეგბარი და დამტირებელი. დაკრძალულია მესტიის მუნისციპალიტეტის სოფელ უშგულში, ლამარიას ეკლესიის ქვემოთ. დიდი მადლობა ბატონ მუხრან გვარლიანს.
ლეო ხოჯელანი
ლეო ხოჯელანი (1934-2009) – მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელი 1960 წელს. 1968 წლიდან მონაწილეობას იღებდა მრავალ რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. ქმნიდა პორტრეტებს, ნატურმორტებს, ჟანრულ სურათებს, თემატურ კომპოზიციებს. მისი შემოქმედების…
ნოე ფალიანი
ნოე ფალიანი (1919-2005) – სამხედრო პირი, სპორტსმენი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, ბოლომდე იბრძოდა და გამარჯვებული დაბრუნდა თავის მშობლიურ მესტიის რაიონში. ომიდან დაბრუნების შემდეგ სამუშაოდ გაიგზავნა ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც ერთ-ერთი რაიონის მილიციის…
სერგო ბარლიანი
სერგო ბარლიანი (1941-1983) – მთამსვლელი, სპორტის ოსტატი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. კლდეზე ცოცვისა და ალპინიზმის რთულ ტექნიკას მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით დაეუფლა; მან სხვადასხვა დროს ასვლები განახორციელა მწვერვალებზე აილამა,…
ვაჟა სიჭინავა
ვაჟა სიჭინავა (1971-1993) – აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. 1988 წლის სექტემბერში მონაწილეობდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის…
ილია ფალიანი
ილია ფალიანი (1886-1966) – ინჟინერი, მომღერალი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი. დაამთავრა სამშენებლო ინსტიტუტი. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო მოგვიანებით სამშენებლო ინსტიტუტი დაასრულა. გასული საუკუნის 40-იან წლებში პირველად გაანათა მესტიის და მისი…
ამბერკი გიორგიძე
ამბერკი გიორგიძე (1896-1948) – საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მდივანი. ემიგრანტი. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ევროპაში გადასახლდა, სადაც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ფაკულტეტზე (1920-1924) სწავლის…
მერაბ ახობაძე
მერაბ ახობაძე (1979-2008) – კაპიტანი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემია. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, კრწანისში იყო განაწილებული; იყო შტაბის უფროსი, შემდეგ მეოთხე ბრიგადაში გადავიდა და…
ზაურ სახვაძე
ზაურ სახვაძე (1935-2021) – მოჭიდავე, ვეტერანებს შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი. სპორტის ოსტატი. მსაჯი. დაკრძალულია ბორჯომში, სოფ. დაბას საგვარეულო სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი დონი ფანჩულიძის გვერდიდან.
გოგი მურვანიძე
გოგი მურვანიძე (1950-2025) – ჟურნალისტი, საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწე. 55 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა. მუშაობდა მხატვრულ-მუსიკალურ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობის დაწყებიდან სპორტს…