კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ზაზა ვეშაპური

ზაზა ვეშაპური

ზაზა ვეშაპური (1969-1992) – აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა თბილისში. 1976 წლიდან ვარჯიშობდა ნაძალადევის რაიონის მოჭიდავეთა კლუბში. დაჯილდოებული იყო სიგელებით, დიპლომებით, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა რანგის…

ნუგზარ მარგველაშვილი

ნუგზარ მარგველაშვილი (1933-2006) – ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1957წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 ტრესტ “საქშახტმშენის” N2 სამშენებლო სამმართველო “ახალციხშახტმშენში” – სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1963წწ. თბილისის…

ჯემალ ჭკუასელი

ჯემალ ჭკუასელი (დ. 18 მაისი, 1935, შემოქმედი — გ. 17 დეკემბერი, 2021, თბილისი) – მომღერალი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 1986-2015 წლებში, სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი. 1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო…

ნიკოლოზ წულაძე

ნიკოლოზ წულაძე (1898-1921) – უნტეროფიცერი. 1921 წლის მარტში, მონაწილეობდა ბათუმის თურქთაგან გათავისუფლებაში, სადაც დაიღუპა. დაკრძალულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიანში. საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა ბატონმა გიორგი აროშიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

გელოდი ფოცხიშვილი

გელოდი ფოცხიშვილი (1945-2023) – ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სხვადასხვა პერიოდში გახლდათ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „სუხიშვილების“, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მოცეკვავე. 1965 წელს მან დააფუძნა მოცეკვავეთა კვარტეტი „დოლური“.…

გრივერ ფარულავა

გრივერ ფარულავა (დ. 5 ივლისი, 1936 — გ. 11 აგვისტო, 2020) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული…

ბიძინა მინდაძე

ბიძინა მინდაძე (1940-1991) – ექიმი, პოეტი. დაიბადა ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ალექსი მინდაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. მისი დებიუტი ლიტერატურულ ასპარეზზე 1960 წელს შედგა, როდესაც…

ბორის ჩიმაკაძე

ბორის ჩიმაკაძე (1930-1983) – შრომის გმირი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ესკადრელიის უფროსის მოადგილე. 1973 წლის 9 თებერვალს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

შმაგი კუპატაძე

შმაგი კუპატაძე (1986-2008) – “შინდისის გმირი”. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარღებულ ძალებში, სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს…

გოგი წერეთელი

გოგი წერეთელი (1944-2021) – დამსახურებული მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1975 წელს; 1980 წელს სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო. 1972-1976წწ. იყო გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” მხატვარი რედაქტორი;…