კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მეცნიერები

  • Home
  • ჯემალ (ანდრია) ბერიძე

ჯემალ (ანდრია) ბერიძე

ჯემალ (ანდრია) ბერიძე (1929-2019) ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლომონოსოვის სახელობის სახელმწოფო უნივერსიტეტში თემაზე „სინათლის გამბნევი არხის ოპტიკა და მისი გამოყენება ფიზიკა-ქიმიური ამოცანებისას“. 1983-2005 წლებში იყო…

კონსტანტინე ჩოლოყაშვილი

კონსტანტინე ჩოლოყაშვილი (დ. 18 აგვისტო, 1922, თბილისი — გ. 14 ოქტომბერი, 2013) ისტორიკოსი, ეთნოლოგი. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი. საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს თავმჯდომარე; 1991-1996წწ. ეროვნულ ფასეულობათა…

დავით ჩუბინაშვილი

დავით ჩუბინაშვილი (რუს. Давид Йессеевич Чубинов; დ. 26 სექტემბერი, 1814 — გ. 5 ივნისი, 1891) ლექსიკოგრაფი, ენათმეცნიერი და ქართული ლიტერატურათმცოდნე. 1839 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან…

ვარლამ დონდუა

ვარლამ დონდუა (დ. 21 სექტემბერი, 1895, ქუთაისი — გ. 21 თებერვალი, 1969, თბილისი) — ისტორიკოსი, პროფესორი, საქართველს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას,…

კონსტანტინე ფაღავა

კონსტანტინე ფაღავა (1919-1994) აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. 1982 წლიდან ირანული ფილოსოფიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ლიტერატურის ისტორიას., XIX ს. სპარსულ-აზერბაჯანული და აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურის ურთიერთობების საკითხებს.…

ეთერ გუგუშვილი

ეთერ გუგუშვილი 1925-2005) – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის რექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი(1971), პროფესორი(1973). 1991 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. დაამთავრა მოსკოვის…

არჩილ გულისაშვილი

არჩილ გულისაშვილი (დ. 1 აპრილი, 1887, საგარეჯო — გ. 30 დეკემბერი, 1971, თბილისი) ინჟინერ-მეტალურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, ხოლო 1916 წელს პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი…

გიორგი ლომთათიძე

გიორგი ლომთათიძე (დ. 26 ნოემბერი, 1914, დაბა ცხინვალი — გ. 23 ოქტომბერი, 1971, თბილისი) – არქეოლოგი. 1936 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და ჩაირიცხა ასპირანტურაში არქეოლოგიის განხრით.…

იური მარი

იური მარი (1893-1935) ირანისტი, პროფესორი, აკადემიკოს ნ. მარის შვილი. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, ჯერ არაბული, შემდეგ სპარსული ფილოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთხანს მასწავლებლად იყო მამისეულ…

ინგუშა მშვენიერაძე

ინგუშა მშვენიერაძე (1930-2019) – ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი. 1987 წლიდან სტუ-ს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა; იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კოლეგიის წევრი; მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს მსოფლიოში დომინირებული…