კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არქიტექტორები და ინჟინრები

  • Home
  • ალექსანდრე გლურჯიძე

ალექსანდრე გლურჯიძე

ალექსანდრე გლურჯიძე (1940-1989) – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრი (1988-1989), საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ვეტერანი კალათბურთელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1962-1972წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში – “საქსოფლმშენსახპროექტსა” და…

ვიქტორ გოცირიძე

ვიქტორ გოცირიძე (1910-1995) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა მოსკოვის საგზაო–საავტომობილო ინსტიტუტი 1934 წელს. 1934-1937წწ. მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე შახტის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ ცვლის უფროსად; 1941-1946წწ. ამიერკავკასიის…

გიორგი გოცირიძე

გიორგი გოცირიძე (1910—1977) – საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ვიცე პოლკოვნიკი. 1940 წელს დაამტავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მოღვაწეობდა მოსკოვში, მშენებელ-არქიტექტორად. 1941 წელს გაიწვიეს მოქმედ არმიაში. 1942 წელს დაასრულა…

მიხეილ გურგენიძე

მიხეილ გურგენიძე (1928-2001) – საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი, ინჟინერი, გამომგონებელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1950 წელს. სამუშაოდ გააგზავნეს ქ. ლენინგრადში ელექტრომანქანათმშენებლობის გაერთიანება – “ელექტროსილაში”, ამავე პერიოდში მუშაობდა საბჭოთა…

კოტე ფერაძე და ტუტუშა ჯაფარიძე

კოტე ფერაძე და ტუტუშა ჯაფარიძე (დაიღუპნენ ტრაგიკულად 1929 წლის 5 ნოემბერს) – ინჟინერ-მელიორატორები, დიდი წვლილი შეიტანენ კოლხეთის წაობების ამოშრობასა და დიღმის სარწყავი სისტემის მშენებლობაში. დაკრძალულნი არიან დიდუბის პანთეონში.

ვიქტორ ჯორბენაძე

ვიქტორ ჯორბენაძე (დ. 28 ივლისი, 1924, თბილისი — გ. 1999) – არქიტექტორი. 1947 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“. 1980-იან წლებში მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი არქიტექტორი.…

ანატოლი კალგინი

ანატოლი კალგინი (1875-1943) – ცნობილი ხუროთმოძღვარი. დაიბადა კავკავში, აქვე დაამთავრა საშუალო სასწავლებელი. სპეციალური განათლება მიიღო პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში, რომლის კურსიც 1900 წ. დაასრულა. ამის შემდეგ კვლავ კავკასიას დაუბრუნდა და…

რამაზ კიკნაძე

რამაზ კიკნაძე (1937-1975) – არქიტექტორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ნიკოლოზ ლეჟავა

ნიკოლოზ ლეჟავა (დ. 13 თებერვალი, 1883, თბილისი — გ. 5 იანვარი, 1927) – ინჟინერ-მშენებელი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი და 1903 წელს დაინიშნა შორაპანში ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე სალიანდაგო უბანზე უფროს…

გიორგი ლეჟავა

გიორგი ლეჟავა (დ. 4 ივლისი, 1903, სოფ. ლახუნდერი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 6 იანვარი, 1977, თბილისი) არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1929 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და…