კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სხვა საფლავები

  • Home
  • ლილი ნავერიანი

ლილი ნავერიანი

ლილი ნავერიანი (1927-2021) – საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი. დაიბადა მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ მულახში. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაუბრუნდა თავის მშობლიურ სოფლის სკოლას და მუშაობა…

ივდითი ნიჟარაძე

ივდითი ნიჟარაძე (1911-1995) – უშგულის მკვიდრი, გურამ თიკანაძის მეგბარი და დამტირებელი. დაკრძალულია მესტიის მუნისციპალიტეტის სოფელ უშგულში, ლამარიას ეკლესიის ქვემოთ. დიდი მადლობა ბატონ მუხრან გვარლიანს.

ამბერკი გიორგიძე

ამბერკი გიორგიძე (1896-1948) – საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მდივანი. ემიგრანტი. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ევროპაში გადასახლდა, სადაც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ფაკულტეტზე (1920-1924) სწავლის…

მართა რაზიკაშვილი

მართა რაზიკაშვილი (1870-1902) – ვაჟა ფშაველას და. “ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალი იყო მართა, როცა მამამისმა – პავლე რაზიკაშვილმა მისი ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო. მე-19-ე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, მთის მიყრუებულ სოფელში,…

ზაქარია კლიმიაშვილი

ზაქარია კლიმიაშვილი (1881-1934) – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი. გეოგრაფი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1910 წელს. სამუშაოდ გააგზავნეს ლენქორანში (აზერბაიჯანი). 1914 წელს დაბრუნდა თბილისში და…

ილარიონ (ილია) გოცირიძე

ილარიონ (ილია) გოცირიძე (დ. 15 იანვარი, 1897, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 22 მარტი, 1968, მოსკოვი) – მშენებელი ინჟინერი, მოღვაწეობდა რუსეთში. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო–სატრანსპორტო ინსტიტუტი 1929 წელს. 1929-1933…

კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი

კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი (1930-2011) – იურისტი. დაიბადა მანჰეტენზე. სწავლობდა მილბრუკის სკოლაში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით. მსახურობდა არმიაში, მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს…

ფადიკო გოგიტიძე

ფადიკო გოგიტიძე (დ. 1916, სოფ. ალამბარი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ოქტომბერი, 1940, ბათუმი) – პირველი ქართველი მფრინავი ქალი. 1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა. მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში…

მზია ნადირაძე

მზია ნადირაძე (1934-2022) – სამუზეუმო საქმის სპეციალისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო კულტურის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა. სამუზეუმო საქმიანობაში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის მზია ნადირაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. დაკრძალულია თბილისში,…

აჰმედ ოზქანი (მელაშვილი)

აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) (დ. 1922 წელს — გ. 1980 წელს) – ქართველი კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ. დაიბადა სოფელ ბალიქესირში, ქართველ მაჰმადიან ემიგრანტთა…