კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ მამისაშვილი

ნოდარ მამისაშვილი (1930-2022) – კომპოზიტორი, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1956 წელს. 1955-1963წწ. მუშაობდა მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგად IV და 1963-1972წწ. I მუსიკალურ სასწავლებლებში; 1963 წლიდან თბილისის…

კახი ჭანუყვაძე

კახი ჭანუყვაძე (1939-2007) – მეღვინე, სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ნაკრებისა და თბილისის “დინამო”–ს კალათბურთელთა გუნდის წევრი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა “სამტრესტი”–ს სისტემის სხვადასხვა ქარხანაში ორი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დაინიშნა ახლადაშენებულ ვარკეთილის…

დიმიტრი ნამგალაძე

დიმიტრი ნამგალაძე (1903-1957) – გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1924 წელს, ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია 1936 წელს. დაინიშნა შავი ზღვის ფლოტის დაზვერვის უფროსის მოადგილედ.…

ანზორ მუსერიძე

ანზორ მუსერიძე (1933-1993) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1976 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ სამელიორაციო გაერთიანების უფროსად; 1978 წლიდან წლების განმავლობაში იყო…

ზაზა ვეშაპური

ზაზა ვეშაპური (1969-1992) – აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა თბილისში. 1976 წლიდან ვარჯიშობდა ნაძალადევის რაიონის მოჭიდავეთა კლუბში. დაჯილდოებული იყო სიგელებით, დიპლომებით, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა რანგის…

ნუგზარ მარგველაშვილი

ნუგზარ მარგველაშვილი (1933-2006) – ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1957წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 ტრესტ “საქშახტმშენის” N2 სამშენებლო სამმართველო “ახალციხშახტმშენში” – სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1963წწ. თბილისის…

ჯემალ ჭკუასელი

ჯემალ ჭკუასელი (დ. 18 მაისი, 1935, შემოქმედი — გ. 17 დეკემბერი, 2021, თბილისი) – მომღერალი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 1986-2015 წლებში, სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი. 1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო…

ნიკოლოზ წულაძე

ნიკოლოზ წულაძე (1898-1921) – უნტეროფიცერი. 1921 წლის მარტში, მონაწილეობდა ბათუმის თურქთაგან გათავისუფლებაში, სადაც დაიღუპა. დაკრძალულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიანში. საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა ბატონმა გიორგი აროშიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

გელოდი ფოცხიშვილი

გელოდი ფოცხიშვილი (1945-2023) – ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სხვადასხვა პერიოდში გახლდათ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „სუხიშვილების“, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მოცეკვავე. 1965 წელს მან დააფუძნა მოცეკვავეთა კვარტეტი „დოლური“.…

გრივერ ფარულავა

გრივერ ფარულავა (დ. 5 ივლისი, 1936 — გ. 11 აგვისტო, 2020) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული…