კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გივი თოიძე

გივი თოიძე (დ. 18 დეკემბერი, 1932, თბილისი — გ. 10 თებერვალი, 2022) – მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სახალხო მხატვარი. თბილისის საპატიო მოქალაქე. საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის…

ავთანდილ მონასელიძე

ავთანდილ მონასელიძე (1947-2022) – მოქანდაკე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1974 წელს. 1973 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რუსეთის სამხატვრო ფონდში, კერძო კოლექციებში. დაკრძალულია…

ბესო მეგრელიშვილი

ბესო მეგრელიშვილი (1964-2023) – მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. თამაშობდა ფილმებში, როგორიცაა: უძინართა მზე, შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი, ყავა და ლუდი და სერიალებში – ჩვენი ოფისი, ჩიფსების თაობა, კლინიკა, ჩემი ცოლის…

მზია ნადირაძე

მზია ნადირაძე (1934-2022) – სამუზეუმო საქმის სპეციალისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო კულტურის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა. სამუზეუმო საქმიანობაში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის მზია ნადირაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. დაკრძალულია თბილისში,…

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი (დ. 1946, თბილისი — გ. 20 მაისი, 2021) – რეჟისორი და სცენარისტი. ღირსების ორდენის კავალერი. 1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1970-1975 და 1988–1994 წლებში…

ნუგზარ კურცხალია

ნუგზარ კურცხალია (1952-2020) – ანსამბლ “ერისიონის” ყოფილი სოლისტი. ღირსების ორდენის კავალერი. ლოტბარი. იგი ყველა კუთხის სიმღერას განსაკუთრებულად ასრულებდა და უკრავდა მრავალ ინსტრუმენტზე. დაკრძალულია მახათას მთის პანთეონში.

ლალი კეკელია

ლალი კეკელია (1935-2022) – პიანისტი, მევიოლინე, დამსახურებული არტისტი. დაკრძალულია მახათას მთის პანთეონში.

რამაზ სანებლიძე

რამაზ სანებლიძე (1949-2025) – მორაგბე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში “ივერიასა” და “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. „რკინიგზელთა“ რიგებში 1972 წელს სანებლიძე სსრკ-ს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 70-იანი წლების…

თემურ ქევხიშვილი

თემურ ქევხიშვილი (დ. 19 აპრილი, 1940, სოფ. ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 დეკემბერი, 2020) – მომღერალი (ლოტბარი), პედაგოგი. სახალხო არტისტი. „საუკუნის ხმა“. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (გუნდის…

გიორგი ოსეფაშვილი

გიორგი ოსეფაშვილი (1949-2021) – მსახიობი, რეჟისორი, სცენის ოსტატი. პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.