კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • თენგიზ მუშკუდიანი

თენგიზ მუშკუდიანი

თენგიზ მუშკუდიანი (დ. 12 ივნისი, 1927, თბილისი — გ. 2 ივლისი, 2023) – საოპერო მომღერალი (ბანი), მსახიობი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1965), ღირსების ორდენის კავალერი (1996). 1951 წელს დაამთავრა თბილისის…

მელქისედეკ III

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა მელქისედეკ III (ერისკაცობაში — მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე; დ. 2 ნოემბერი, 1872, ზემო ყანდაურა, სიღნაღის მაზრა — გ. 10 იანვარი,…

მელქისედეკ I

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ I – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1010-33 წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 1 ოქტომბერი (14 ოქტომბერი). მის სახელს უკავშირდება საქართველოში…

გედეონ მჟავანაძე

გედეონ მჟავანაძე (1895-1963) – პროფესორი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე. დაიბადა სოფელ როხში (მაიაკოვსკის რაიონი). 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა…

ავთანდილ მონასელიძე

ავთანდილ მონასელიძე (1947-2022) – მოქანდაკე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1974 წელს. 1973 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რუსეთის სამხატვრო ფონდში, კერძო კოლექციებში. დაკრძალულია…

ბესო მეგრელიშვილი

ბესო მეგრელიშვილი (1964-2023) – მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. თამაშობდა ფილმებში, როგორიცაა: უძინართა მზე, შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი, ყავა და ლუდი და სერიალებში – ჩვენი ოფისი, ჩიფსების თაობა, კლინიკა, ჩემი ცოლის…

ნოდარ მამისაშვილი

ნოდარ მამისაშვილი (1930-2022) – კომპოზიტორი, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1956 წელს. 1955-1963წწ. მუშაობდა მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგად IV და 1963-1972წწ. I მუსიკალურ სასწავლებლებში; 1963 წლიდან თბილისის…

ანზორ მუსერიძე

ანზორ მუსერიძე (1933-1993) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1976 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ სამელიორაციო გაერთიანების უფროსად; 1978 წლიდან წლების განმავლობაში იყო…

ნუგზარ მარგველაშვილი

ნუგზარ მარგველაშვილი (1933-2006) – ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1957წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 ტრესტ “საქშახტმშენის” N2 სამშენებლო სამმართველო “ახალციხშახტმშენში” – სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1963წწ. თბილისის…

ბიძინა მინდაძე

ბიძინა მინდაძე (1940-1991) – ექიმი, პოეტი. დაიბადა ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ალექსი მინდაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. მისი დებიუტი ლიტერატურულ ასპარეზზე 1960 წელს შედგა, როდესაც…