კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ვლადიმერ რუბაშვილი

ვლადიმერ რუბაშვილი

ვლადიმერ რუბაშვილი (1940-1964) – მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში; XVII ოლიმპიური თამაშების (რომი,1960) ბრინჯაოს მედლის მფლობელი; გამოირჩეოდა ჭიდაობის აქტიური სტილით და უაღრესად თავისებური ტექნიკით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და თვითმყოფადი მოჭიდავე. ტრაგიკულად…

ვალერიან რამიშვილი

ვალერიან რამიშვილი ( დ. 14 იანვარი, 1907, დიდი ვანი – გ. 14 ნოემბერი, 1990) – მეცნიერი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში. წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

დავით რუსიშვილი

დავით რუსიშვილი (1949-2006) – დირიჟორი, სმოლენსკის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. დაკრძალულია სმოლენსკში.

ანთიმოზ როგავა

ანთიმოზ როგავა (1911-1977) – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 3 მოწვევის დეპუტატი. საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი. სოციალისტური შრომის ორგზის გმირი. 1938-1951წწ. და 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ზუგდიდის რაიონის ლენინის სახელობის და 1952-1960წწ. –…

ვახტანგ როდონაია

ვახტანგ როდონაია (1938-2012) – ლიტერატურათმცოდნე. საინტერესოდ წერდა სიტყვიერსა თუ სახვით ხელოვნებაზე, ქართულ მუსიკალურ ფოლკლორზე, განსაკუთრებით კი – ძველ ქართულ ლიტერატურაზე, ქრისტიანული კულტურის უკვდავ ძეგლებზე. შეადგინა საჯარო სკოლის სახელმძღვანელოები ქართულ ლიტერატურაში.…

შალვა (შეწირული) რადიანი

შალვა (შეწირული) რადიანი (დ. 30 დეკემბერი, 1904, ოზურგეთი — გ. 23 მარტი, 1977, თბილისი) – კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა დაიწყო 1926 წლიდან. აქტიურად…

ბაჩანა

ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილი (16 მაისი, 1866, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი — გ. 18 დეკემბერი, 1928, თბილისი) – პოეტი. გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1885) მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი –…

სანდრო რაზიკაშვილი

სანდრო რაზიკაშვილი (1874–1943) – ვაჟა ფშაველას ძმა. 1917 წლიდან სანდრო რაზიკაშვილი გახლდათ “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ნამდვილი წევრი. „მე რაკი თბილისში ვცხოვრობდი და აქა ვმსახურობდი, ჩემი ძმები სულ ჩემთან…

თედო რაზიკაშვილი

თედო რაზიკაშვილი (დ. ივლისი, 1869, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 იანვარი, 1922, სოფ. ხელთუბანი, გორის მუნიციპალიტეტი) – მწერალი. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა. 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო)…

გულქან რაზიკაშვილი

გულქან რაზიკაშვილი (1898-1989) – ვაჟა ფშაველას შვილი. დაკრძალულია ჩარგლის სასაფლაოზე.