კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • გრიგოლ (გიგო) რცხილაძე

გრიგოლ (გიგო) რცხილაძე

გრიგოლ (გიგო) რცხილაძე (დ. 1876, სოფ. ფანიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 1934, თბილისი) – იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ადრევე ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ…

გიორგი (გულო) რცხილაძე

გიორგი (გულო) რცხილაძე (1909-1969) – სპორტსმენი(ტანმოვარჯიშე), სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-19­68). დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ვასილ რცხილაძის ოჯახში. მუსიკის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა…

შოთა როყვა

შოთა როყვა (1927-1991) – მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაკრძალულია სოფელ მამათში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ოთარ პატიეშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

ზურაბ რთველიაშვილი

ზურაბ რთველიაშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1967, ქ. ყარაღანდა, — გ. 20 აპრილი, 2021, თბილისი) – პოეტი, მულტიმედია არტისტი. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში მონაწილეობდა…

კაპიტონ რუსიძე

კაპიტონ რუსიძე (1919-1996) – მწერალი. დაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონის. გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები – “მეთვრამეტე გაზაფხული” (1939), “მამული გვეძახის” (1943), პროზაული ნაწარმოებები: “იწერებოდა სიახლით” (1944), “ყედირ დედე” (1945),…

ალექსანდრე რონდელი

ალექსანდრე რონდელი (დ. 7 იანვარი, 1942 — გ. 12 ივნისი, 2015, თბილისი) – პოლიტოლოგი, დიპლომატი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974). 1976—1977 წლებში ალ. რონდელმა სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა…

ლიუდმილა როსტომაშვილი

ლიუდმილა როსტომაშვილი (1950-2016) – ცნობილი ტიფლოპედაგოგი (უსინათლოების პედაგოგი), პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა ზუგდიდში, დაასრულა რუსული საშუალო სკოლა. იყო სპორტის ოსტატი ტანვარჯიშში. დაკრძალულია პეტერბურგში, ბოლშეოხოტონსკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა…

ალექსანდრე როინაშვილი

ალექსანდრე როინაშვილი (ასევე ცნობილი სახელით ალექსანდრ როინოვი, რუს. Александр Соломонович Роинов) (დ. 1846, დუშეთი — გ. 11 მაისი, 1898, თბილისი) – პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი. 50–იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, სადაც…

პარმენ რურუა

პარმენ რურუა (1888-1963) – მწერალი, ფსევდონიმი – ოდიშელი 1901-1902წწ. მუშაობდა ბათუმში მანთაშევის ქარხანაში; 1903-1917წწ. სამკერვალო სახელოსნოში მკერავად; 1930-1937წწ. ნივთის ქარხანაში ოპერატორად; 1928-1930წწ. იყო ბათუმის მუშათა კლუბის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი; 1937…

ვახტანგ რურუა

ვახტანგ რურუა (1940-2014) საქართველოს დამსახურებული მხატვარი. დამდგმელი მხატვარი 18 ფილმისა. ფილმების გარდა მუშაობდა წიგნებისა და ჟურნალების გაფორმებაზე. ონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. მუშაობდა გრაფიკის და ფერწერის ჟანრში. დაკრძალულია თბილისში, ვერის…