კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ედიშერ ხოშტარია-ბროსე

ედიშერ ხოშტარია-ბროსე

ედიშერ ხოშტარია-ბროსე (დ. 5 მარტი 1927, — გ. 2005) ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). დაიბადა ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს შვილიშვილის, საზოგადო მოღვაწის ვიქტორ ბროსესა და მწერალ მარიკა ხოშტარიას ოჯახში.…

ფრიდონ ხალვაში

ფრიდონ ხალვაში (დ. 17 მაისი, 1925, ქედის მუნიციპალიტეტი, გეგელიძეები — გ. 8 ივლისი, 2010, ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი გეგელიძეები) ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979). 1957 წელს დაამთავრა…

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (დაბ. 3 თებერვალი, 1868 – გარდ. 1 მაისი, 1951) ნოველისტი. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით — ქალთა ორგანიზაცია „მანდილოსანი“ (1913-1914). მისი…

გიორგი ხაჭაპურიძე

გიორგი ხაჭაპურიძე (1892-1957) ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთვრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1918 წელს. 1917-1920წწ. მუშაობდა რსფსრ განათლების სახალხო კომისარიატში; 1921-1924წწ. საქართველოს მთავარი პოლიტსამმართველოს უფროსად. 1924 წლიდან აქტიურად ებმება…

მერაბ (მურად) ხინიკაძე

მერაბ (მურად) ხინიკაძე (1912-1988) – საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია (ხელმძღვანელი ს. ახმეტელი) 1935 წელს. 1935-1937 წწ. იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. თამაშობდა გმირულ,…

მერაბ ხაბაზი

მერაბ ხაბაზი (1960-2005) მთამსვლელი. დაიბადა 1960 წელს. 1999 წლის 26 მაისს ავიდა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ჯომოლუნგმაზე. სხვა მწვერვალები – გამარჯვების პიკი, ხან-თენგრი (ტიან შანში), კავკასიონზე – უშბა (ორჯერ), შხარა (ორჯერ),…

ხასან ხაბაზი

ხასან ხაბაზი (-2001) სახალხო მკურნალი, “ღირსების ორდენის” კავალერი. 40 წელზე მეტხანს ემსახურა ავადმყოფებს,რომლებსაც ოფიციალური მედიცინა იმედს აღარ აძლევდა.მას საკუთარი პრინციპებისათვის არ უღალატია და არც სამედიცინო წოდებები და ჯილდოები სჭირდებოდა.გაწეული სამსახურისათვის…

ვახტანგ ხარჩილავა

ვახტანგ ხარჩილავა (1948-2022) მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჟურნალ “ცისკარში”, გამომცემლობა “მერანში”, იყო ჟურნალ “კრიტიკის” მთავარი რედაქტორი, “საერთო გაზეთი”-ს მთავარი რედაქტორი.…

ანა (ცქვიტი) ხახუტაშვილი

ანა (ცქვიტი) ხახუტაშვილი (დ. 1886, სოფ. მეჯვრისხევი (გორის რაიონი) — გ. 2 სექტემბერი, 1960, თბილისი) საბავშვო მწერალი. 1902 წელს მუშაობა დაიწყო ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში, სადაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც 1906…

შალვა გოგოლაშვილი (ხონელი)

შალვა გოგოლაშვილი (ხონელი) (1887-1972 წწ.) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1907 წლიდან შ ხონელი მოღვაწეობდა ბაქოს, თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, ხონის, ბათუმის, ჭიათურის, სოხუმის დასებში. 1910-1912 წწ. მუშაობდა თბილისის თეატრში.ქუთაისის…