ნიკოლოზ ბერაძე
ნიკოლოზ ბერაძე (1905-1980)- ექიმი, ოფთალმოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს.1950–1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი;…
მელიტონ ბორჩხაძე
მელიტონ ბორჩხაძე (1886-1965) – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. მოღვაწეობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ოპერატიული ქირურგიის კათედრაზე. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში, ბოგოსლავეტსკის სასაფლაოზე.
ნოდარ ბოხუა
ნოდარ ბოხუა (1941-1995) – ქირურგ–ანგიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1985), პროფესორი(1985), საქართველოს მთავარი ანგიოლოგი (1982-), საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1982 წლიდან იყო თბილისში სისხლძარღვთა ქირურგიის…
თამაზ ბოხუა
თამაზ ბოხუა (1937 – 2001) – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მეცნიერი გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი(1990), პროფესორი(1993). მისი შრომები ეხება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა, ბეტონის მაღლივი თაღური კაშხლების სეისმომედეგობისა…
გიორგი ბაბილოძე
გიორგი ბაბილოძე (დ. 20 აპრილი, 1911, სოფ. ტარა, ომსკის ოლქი ― გ. 19 აგვისტო, 1990, თბილისი) – სპორტსმენი-ტანმოვარჯიშე, ქართველ ტანმოვარჯიშეთა ძველი თაობის წარმომადგენელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1947), სსრკ დამსახურებული…
ვლადიმერ „სიომა“ ბარქაია
ვლადიმერ „სიომა“ ბარქაია (დ. 24 დეკემბერი, 1937, გაგრა — გ. 30 დეკემბერი, 2022, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა…
დურმიშხან ბერუაშვილი
დურმიშხან ბერუაშვილი (1935-1978) – სამბისტი, მოჭიდავე, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი. ფიზიკური სიძლიერით და ილეთების არსენალით გამორჩეული ფალავანი 50–იანი წლების შუახანებიდან 60–იანი წლების შუამდე ასპარეზობდა ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. 1978…
ნოდარ ბუხრიკიძე
ნოდარ ბუხრიკიძე (1941-2020) – სპორტის დამსახურებული მუშაკი, ქართული ჭიდაობის ამაგდარი ხაშურის რაიონში. საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების ამღზრდელი. დაკრძალულია ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა პაატა ურიადმყოფელმა.
გიორგი ბახტაძე
გიორგი ბახტაძე (1916-1957) – საბჭოთა კავშირის გმირი. 1942 წელს წითელი არმიის რიგებში ნებაყოფლობით შევიდა და ომობდა ჩრდილო კავკასიაში, ტამანისა და ყირიმის ნახევარკუნძულებზე. შემდეგ უკრაინის გათავისუფლებაში ჩაერთო. გიორგი ბახტაძე ხერსონის 295-ე…
გიორგი ბილანიშვილი
გიორგი ბილანიშვილი (დ. 23 ივნისი, 1916, თბილისი ― გ. 3 დეკემბერი, 1969) – პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (10 იანვარი, 1944). 1935 წელს დაამთავრა მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლა. 1937 წელს კომკავშირის საგზურით…