კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • გიორგი ხარაძე

გიორგი ხარაძე

გიორგი ხარაძე (1931-2021) – ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1957–1961წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის…

ევგენი ხარაძე

ევგენი ხარაძე (1907, თბილისი — გ. 10 ოქტომბერი 2001, თბილისი) – ასტრონომი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი…

დავით ხახუტაიშვილი

დავით ხახუტაიშვილი (დ. 16 იანვარი, 1924 — გ. 1999) ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს. 1954-1995წწ. იყო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977…

ედიშერ ხოშტარია-ბროსე

ედიშერ ხოშტარია-ბროსე (დ. 5 მარტი 1927, — გ. 2005) ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). დაიბადა ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს შვილიშვილის, საზოგადო მოღვაწის ვიქტორ ბროსესა და მწერალ მარიკა ხოშტარიას…

გივი ხუციშვილი

გივი ხუციშვილი (1921-1979) ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1942 წელს. 1958 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1956…

დავით ხახალეიშვილი

დავით ხახალეიშვილი (დ. 28 თებერვალი, 1971, ქუთაისი — გ. 11 იანვარი, 2021) ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი (ბარსელონა-1992), ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და…

ივანე ხოხლოვი

ივანე ხოხლოვი (1908-1983) ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961). სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1931 წელს. მუშაობდა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში;…

მიხა ხელაშვილი

მიხა ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, ახადი, — გ. 25 იანვარი, 1925, ჩარგალი) – ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი. ავტორია პოპულარული ლექსებისა…

ამბროსი ხელაია

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია; დ. 7 სექტემბერი, 1861, მარტვილი — გ. 16 მარტი/29 მარტი, 1927, თბილისი) – სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს…