კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ოქტომბერი 2024

  • Home
  • მარიამ უგრელიძე

მარიამ უგრელიძე

მარიამ უგრელიძე (1885-1960) პირველი პროფესორი ქალი პედიატრიაში. გახლდათ საქართველოში მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პროფესორ ს. გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა ბავშვთა სნეულებების მკურნალობისა და კვლევის ურთულეს საქმეს…

ერასტო ურუშაძე

ერასტო ურუშაძე 1924 წლის აჯანყების მონაწილე. აჯანყების დამარცხების შემდეგ აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად,იგი გაიქცა საფრანგეთში. დასახლდა მის სამხრეთ ნაწილში, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. მან თავის საცხოვრებელ ადგილას მოაშენა ქართული ფუტკრის…

აპოლონ ურუშაძე

აპოლონ ურუშაძე (დ. 1886, ქ. ლანჩხუთი — გ. 1961, თბილისი) სტომატოლოგი, პედაგოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1945), სტომატოლოგიის ქართული სამეცნიერო…

ზაზა ურუშაძე

ზაზა ურუშაძე (1966-2019) რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, თავმჯდომარე. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია “ქართული ფილმი”, დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი”,…

ჯოვანი ვეფხვაძე

ჯოვანი ვეფხვაძე (1949-2015) მხატვარი. 1967 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1973 წელს. მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა “ბექა ოპიზრის სახელოსნოში” რომელიც შექმნა ცნობილი ქართველი მხატვრის…

კონსტანტინე ვეფხვაძე

კონსტანტინე ვეფხვაძე (1898-1974) ონკოლოგი, მეცნიერული ონკოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული კიბოს საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს წევრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924…

სპირიდონ ვირსალაძე

სპირიდონ ვირსალაძე (დ. 17 მარტი, 1868, სოფელი ნახშირღელე, თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 30 მარტი, 1930, თბილისი) – ექიმი, მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი. 1896 წელს დაამთავრა…

სოლიკო ვირსალაძე

სოლიკო ვირსალაძე (1908-1988) მხატვარი. 1931 წელს დაამთავრა ლენინგრადის ნატიფ ხელოვნებათა აკადემია. 1932-36 წლებში სოლიკო ვირსალაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. 1937 წელს ლენინგრადში მიიწვიეს, 1940-1941 წწ. და…

ვახტანგ (წოპე) ხუციძე

ვახტანგ (წოპე) ხუციძე (1923-2012) – საქართველოს დამსახურებული ექიმი. საქართველოს პლასტიკური, ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის საზოგადოების დამაარსებელი და ამ დარგის ფუძემდებელი საქართველოში. ასევე, მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო…

სიმონ ხეჩინაშვილი

სიმონ ხეჩინაშვილი (დ. 26 ნოემბერი, 1919, ქუთაისი ― გ. 23 ივნისი, 2010, თბილისი), ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი…