კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ოქტომბერი 2024

  • Home
  • ალიო მირცხულავა

ალიო მირცხულავა

ალიო მირცხულავა (მაშაშვილი) (დ. 28 აპრილი, 1903, სოფელი ხორგა, ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 16 ოქტომბერი, 1971, თბილისი) – პოეტი, საზოგადო მოღვაწე. იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების მდივანი.…

ვალერიან მიზანდარი

ვალერიან მიზანდარი (1911-1982) – მოქანდაკე. მუშაობდა მონუმენტური და დაზგური ქანდაკების დარგში. მისი თაოსნობით ქუთაისში დაარსდა მხატვართა კავშირი და სამხატვრო ფონდი. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.

ალოიზ მიზანდარი

ალოიზ მიზანდარი (დ. 1 სექტემბერი/13 სექტემბერი 1838, გორი — გ. 1 ივნისი/14 ივნისი 1912, თბილისი) – პიანისტ-ვირტუოზი, კომპოზიტორი და პედაგოგი. პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი (რომანსი „ჩვენ დავშორდით“ 1863 წ.),…

ვალერიან მიზანდარი

ვალერიან მიზანდარი (1894-1926) – დირიჟორი. პირველად სადირიჟორო პულტთან 17 წლის ასაკში დადგა; 1917 წელს მან ჩამოაყალიბა 65 კაცისგან შემდგარი სამხედრო-სასულე ორკესტრი, რომლის მსგავსიც თბილისში არ ყოფილა; 1918 წლიდან ორკესტრს “სახალხო…

მამუკა ონაშვილი

მამუკა ონაშვილი (დ. 1 ივნისი, 1967, თბილისი — გ. 1 აგვისტო, 2022, თბილისი) – მომღერალი, სიმღერების ავტორი და იუმორისტი. საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგ–ბენდ „ნიას“ სოლისტად.…

ალექსანდრე ქართველი

ალექსანდრე ქართველი (ნამდვილი გვარი ქართველიშვილი; დ. 9 სექტემბერი, 1896, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1974, ნიუ-იორკი) – ავიაკონსტრუქტორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე…

ნიკოლოზ ქართველიშვილი

ნიკოლოზ ქართველიშვილი (დ. 30 მაისი, 1872, თბილისი — გ. 30 მაისი, 1922) – მუსიკალური მოღვაწე. ნიკოლოზმა მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში, თუმცა თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ერთხანს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის…

ვალერიან ქაშაკაშვილი

ვალერიან ქაშაკაშვილი (დ. 3 მაისი, 1898, ბაღდათი — გ. 18 ივლისი, 1954, თბილისი) – საოპერო მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. 1923 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1925 წელს განათლების…

ალუდა ქეთელაური

ალუდა ქეთელაური (დ. 15 ნოემბერი, 1987 — გ. 12 ივნისი, 2012) – მომღერალი და პოეტი. ალუდა წარმოშობით დუშეთიდან იყო და თბილისში მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ჯგუფი „მეხუთე სეზონი“, რომელშიც იგი გამოდიოდა,…

თეონა ქუმსიაშვილი

თეონა ქუმსიაშვილი (დ. 27 იანვარი, 1984, სიონი — გ. 22 ივლისი, 2010, ხევსურეთი) მომღერალი. ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი. დაიბადა დაბა სიონში, 1984…