კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ნოემბერი 2024

  • Home
  • გივი ნოდია

გივი ნოდია

გივი ნოდია (დ. 2 იანვარი, 1948, ქუთაისი – გ. 7 აპრილი, 2005, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.…

ლეონიდე ოქროპირიძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე; დ. 15 თებერვალი, 1861 — გ. 11 ივნისი/24 ივნისი, 1921) – 1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888-1897 წლებში…

აკაკი ოქროპირიძე

აკაკი ოქროპირიძე (1950-1979) – ძიუდოისტი, სამბისტი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაკრძალულია დუშეთში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა პაატა ურიადმყოფელმა.

ბორის პაიჭაძე

ბორის პაიჭაძე (დ. 3 თებერვალი, 1915, ჩოხატაური — გ. 9 ოქტომბერი, 1990, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თბილისის დინამოს შემადგენლობაში. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა თბილისის დინამოს. მის…

ვახტანგ ქარსელაძე

ვახტანგ ქარსელაძე (დ. 21 იანვარი, 1919 — გ. 15 სექტემბერი, 1966) – მოჭადრაკე, მწვრთნელი, საქართველოში ქალთა საჭადრაკო სკოლის მესაძირკვლე. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1956), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1957), საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი…

როდიონ ქორქია

როდიონ ქორქია (დ. 1 იანვარი, 1894, ჭალადიდი, ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 10 იანვარი, 1984, თბილისი) – მწერალი. დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1914 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ…

ლევან ქორქია

ლევან ქორქია (1913-1984) – შრომის გმირი. გულრიფშის რაიონის მთავარი აგრონომი. 1951 წლის 19 აპრილს მიენიჭა “სოციალისტური შრომის გმირის” წოდება. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლოზე.

ოთარ ქორქია

ოთარ ქორქია (დ. 10 მაისი, 1923, ქუთაისი, საქართველო, — გ. 15 მარტი, 2005, თბილისი) – კალათბურთელი (190 სმ). სსრკ (1950) და საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1967). 1961…

ნოდარ ქუმარიტაშვილი

ნოდარ ქუმარიტაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1988, ბორჯომი, საქართველო — გ. 12 თებერვალი, 2010, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) ქართველი მოციგავე, დაიღუპა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს.…

აკაკი ოთხმეზური

აკაკი ოთხმეზური (1874-1916) – პირველი მსოფლიო ომის გმირი, პოლკოვნიკი. დაიბადა ოზურგეთის რაიონში, დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი, 1892 წლიდან სამხედრო სამსახურშია, პირველ მსოფლიო ომში მეთაურობდა გრენადერთა მე-14 პოლკს. დაიღუპა გმირულად. დაკრძალეს…