კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • გიორგი მგალობლიშვილი

გიორგი მგალობლიშვილი

გიორგი მგალობლიშვილი (მგალობელოვი) (1865-1921) – გენერალ-მაიორი, ამიერკავკასიის მხარის სამხედრო-საფოსტო კავშირის უფროსი (1914), კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის გენერალი (1916), “სტატსკი სოვეტნიკი” 1910 წლიდან. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

სოფრომ მგალობლიშვილი

სოფრომ მგალობლიშვილი (დ. 20 ივლისი, 1851, სოფ. დირბი, ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 30 ნოემბერი, 1925, თბილისი) – მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია, დაბრუნდა მშობლიურ…

ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი (დ. 15 ივლისი, 1931, გომბორი, საგარეჯოს რაიონი — გ. 26 მარტი, 2019, თბილისი) – თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მგალობლიშვილი მსახიობად…

ალექსი მიმინოშვილი

ალექსი მიმინოშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1911, სოხუმი — გ. 12 თებერვალი, 1967, თბილისი) – არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის სახელმწიო პრემიის ლაურეატი (1950). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები სოხუმში,…

რომან მიმინოშვილი

რომან მიმინოშვილი (1928-1998) მწერალი, მთარგმნელი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო 1994-1998 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დიმიტრი მინდიაშვილი

დიმიტრი მინდიაშვილი (1933-2021) ჭიდაობის მწვრთნელი, ექვსი ოლიმპიური ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში, მწრთვნელი, კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის მრჩეველი სპორტისა და ფიზიკური კულტურის დარგში. კრასნოიარსკის მხარის პრეზიდენტი თავისუფალ…

არჩილ მინდიაშვილი

არჩილ მინდიაშვილი (დ. 1 მარტი, 1951, თბილისი, — გ. 2 აპრილი, 2020) – არქიტექტორი; საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. დაამთავრა საქართველოს…

ალექსანდრე ოზეროვი

ალექსანდრე ოზეროვი (აგვისტო, 1843, სოფ. მანგლისი, — გ. ნოემბ. 1922, თბილისი) – რუსი არქიტექტორი; რევოლუციამდელი თბილისის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე. დაიბადა საქართველოში მომსახურე რუსი სამხედრო ექიმის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის…

ანტონ ნატროშვილი

ანტონ ნატროშვილი (დ. დეკემბერი, 1852, ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 18 ივნისი, 1930, ტფილისი) პედაგოგი, სახალხო განათლების და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, დამსახურებული მასწავლებელი. ანტონ ნატროშვილი იყო ქართველთა შორის…

მიხეილ ქურდიანი

მიხეილ ქურდიანი (დ. 1 იანვარი, 1954, თბილისი – გ. 31 ოქტომბერი, 2010, თბილისი)- ფილოლოგი (ლიტერატორი, ენათმეცნიერი), მწერალი, მთარგმნელი, პოეტი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე.…