კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ანზორ კიკნაძე

ანზორ კიკნაძე

ანზორ კიკნაძე (დ. 26 მარტი, 1934, ბადიაური, საგარეჯოს რაიონი — 17 ნოემბერი, 1976, თბილისი) – ქართველი ძიუდოისტი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ევროპის 4-გზის ჩემპიონი (1962, 1964, 1965, 1966) და 2-გზის…

გრიგოლ კიკნაძე

გრიგოლ კიკნაძე (1897-1978) ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი, შრომის გმირი. 1912 წლიდან მუშაობს რკინიგზაში. გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ მალევე დააბრუნეს ჯანმრთელობის შეუსაბამობის გამო. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1931 წელს დაინიშნა ბათუმის…

მიხეილ კიკნაძე

მიხეილ კიკნაძე (1905-1973) საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი. დაიბადა ხარაგაულში. დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი. მოღვაწეობდა სამეთაურო თანამდებობებზე საჰაერო თავდაცვის ნაწილებში. მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი პოლკი მონაწილეობდა მოსკოვის დაცვაში. 1943 წელს დაინიშნა მოსკოვის…

ნიკოლოზ ლეჟავა

ნიკოლოზ ლეჟავა (დ. 13 თებერვალი, 1883, თბილისი — გ. 5 იანვარი, 1927) – ინჟინერ-მშენებელი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი და 1903 წელს დაინიშნა შორაპანში ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე სალიანდაგო უბანზე უფროს…

გიორგი ლეჟავა

გიორგი ლეჟავა (დ. 4 ივლისი, 1903, სოფ. ლახუნდერი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 6 იანვარი, 1977, თბილისი) არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1929 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და…

ზურაბ ლეჟავა

ზურაბ ლეჟავა (1925-2011) – საქართველოს სახალხო მხატვარი. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი.1952-­55 წლებში იყო ჟურნალ “მეცნიერება და ტექნიკის” რედაქტორი, 1955­-58 წლებში “დროშის” რედაქტორი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა…

ჯუმბერ ლეჟავა

ჯუმბერ ლეჟავა (დ. 23 ივლისი, 1939 — გ. 25 ივლისი 2014) მოგზაური და რეკორდსმენი. დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე…

ვლადიმერ ლეჟავა

ვლადიმერ ლეჟავა (1901-1968) კონტრ-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ბალტიის ფლოტის სარდლის მოადსგილე (1954-1960), დაჯილდოებულია 6 ორდენით და 8 მედლით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

მიხეილ მგალობლიშვილი

მიხეილ მგალობლიშვილი (მგალობელი) (დ. 1887, ქუთაისი — გ. 1931, თბილისი) – ექიმი, პროფესორი (1930). 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და უმაღლესი სამედიცინო განათლების მისაღებად ვენაში გაემგზავრა. დიდად განსწავლული სპეციალისტი სამშობლოში…

ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი (1927-2000) – არქიტექტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი 1952 წელს. 1952-1962წწ. იყო მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1961-1970წწ. “თბილზნიიეპის” არქიტექტორი; 1970-1977წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური…