კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ვაჟა ბაღოშვილი

ვაჟა ბაღოშვილი

ვაჟა ბაღოშვილი (1939-2022) – ოტორინოლარინგოლოგი, ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი. 1956-1962 წლებში სწავლობდა ქ.მოსკოვის № 1 სამედიცინო ინსტიტუტში. სპეციალობით ოტორინოლარინგოლოგი, ლორ-ონკოქირურგია. 1962-1964 წლები ქ. მოსკოვის 1 სამედიცინო ინსტიტუტი ლორ-კათედრა. კლინიკური ორდინატურა. 1964-66…

ნიკოლოზ ბერაძე

ნიკოლოზ ბერაძე (1905-1980)- ექიმი, ოფთალმოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს.1950–1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი;…

მელიტონ ბორჩხაძე

მელიტონ ბორჩხაძე (1886-1965) – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. მოღვაწეობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ოპერატიული ქირურგიის კათედრაზე. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში, ბოგოსლავეტსკის სასაფლაოზე.

ნოდარ ბოხუა

ნოდარ ბოხუა (1941-1995) – ქირურგ–ანგიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1985), პროფესორი(1985), საქართველოს მთავარი ანგიოლოგი (1982-), საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1982 წლიდან იყო თბილისში სისხლძარღვთა ქირურგიის…

თამაზ ბოხუა

თამაზ ბოხუა (1937 – 2001) – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მეცნიერი გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი(1990), პროფესორი(1993). მისი შრომები ეხება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა, ბეტონის მაღლივი თაღური კაშხლების სეისმომედეგობისა…

ვლადიმერ ცეცხლაძე

ვლადიმერ ცეცხლაძე (დ. 1888, სოფ. შემოქმედი, (ოზურგეთის რაიონი) — გ. 1930, თბილისი) – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა სემინარია და უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვში გაემგზავრა. 190 მან 1907 წელს ფრიადზე…

სერგო ჩახუნაშვილი

სერგო ჩახუნაშვილი (დ. 1897 — გ. 1968) – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა სოფელ ქვედა ვანში 1897 წელს, 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფესორ ნიკოლოზ კახიანის მოწაფე.…

ოთარ ჩახუნაშვილი

ოთარ ჩახუნაშვილი (1927-2016) – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1950-1954წწ. მოსკოვის ნ.…

გვანჯი ჩიქოვანი

გვანჯი ჩიქოვანი (1879-1969) – თავადი, რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც გამოიქცა და სალომე დადიანის შუამდგომლობით მოეწყო საოფიცრო კურსებზე. რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, მიავლინეს აჭარაში პოლიციის უფროსად.…

გრიგოლ ჩიქოვანი

გრიგოლ ჩიქოვანი (დ. 15 მარტი, 1910, ხობი — გ. 30 ნოემბერი, 1981, თბილისი) – მწერალი. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მწერალთა კავშირის მივლინებით 1939 წლამდე სწავლობდა…