კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკოსები

  • Home
  • ვლასა მგელაძე

ვლასა მგელაძე

ვლასა მგელაძე (დ. ზომლეთი, 1868 — გ. 1943, პარიზი) – პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი. 1902 წელს იჯდა მეტეხის ციხეში. ილიას დასაფლავების დღეს, 1907 წლის 9 სექტემბერს მუშების სახელით დასამახსოვრებელი სიტყვით…

ვარლამ ჩერქეზიშვილი

ვარლამ ჩერქეზიშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1846, სოფ. თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი — გ. 18 აგვისტო, 1925, ლონდონი) რევოლუციონერი, რუსეთისა და საქართველოს რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ანარქისტი. 1866 წელს პირველად დააპატიმრეს, რუსეთის იმპერიის…

იური ფაღავა

იური ფაღავა (1878-1960) 1918 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი და დემოკრატიული საქართველოს დიპლომატი ირანში. ოკუპაციას შეხვდა გერმანიაში და შემდეგ დაფუძნდა საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ფოტო აღებულია საქართველოს პარლამენტის…

იოსებ გედევანიშვილი

იოსებ გედევანიშვილი (დ. იანვარი, 1872, მცხეთა, — გ. 24 დეკემბერი, 1939, მცხეთა,) პოლიტიკოსი, დრამატურგი, მწერალი, პუბლიცისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, გენერალი. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და პავლოვსკის სამხედრო…

სილიბისტრო ჯიბლაძე

სილიბისტრო ჯიბლაძე (1859-1922) – პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1878 წელს, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1884 წელს სემინარიიდან გარიცხეს რუსი რექტორის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის და 2 წლით დისციპლინარულ ბატალიონში…

ალექსანდრე ლომთათიძე

ალექსანდრე ლომთათიძე (1882-1924) – პოლიტიკოსი, პედაგოგი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 14 წლამდე, სწავლობდა ბახვის ორკლასიან სასწავლებელში, ხოლო შემდეგ – თბილისის მეორე…

გიორგი გვაზავა

გიორგი გვაზავა (დ. 23 აპრილი, 1869 , სოფ. ნოქალაქევი, სენაკის რაიონი — გ. 20 იანვარი, 1941 , პარიზი) პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.…

ილია ნუცუბიძე

ილია ნუცუბიძე (დ. 20 ივლისი, 1883, ფარცხანაყანევი, ქუთაისის მაზრა — გ. უცნობია, პარიზი, საფრანგეთი) პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. სწავლობდა კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ განყოფილებაზე; დაასრულა სამი კურსი. იყო…

აკაკი ჩხენკელი

აკაკი ჩხენკელი (დ. 1874 — გ. 5 იანვარი, 1959) ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში. 1912 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის IV დეპუტატად ბათუმისა…

ნოე ცინცაძე

ნოე ცინცაძე (1886-1978) დამოუკიდებელი საქართველოს განათლების მინისტრი. ხელი აქვს მოწერილი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1928 წელს დაიწყო მაწვნის წარმოება და დიდ წარმატებას…