კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკოსები

  • Home
  • ივანე ზურაბიშვილი

ივანე ზურაბიშვილი

ივანე ზურაბიშვილი (დ. 1872 — 14 ივნისი, 1940, პარიზი) – საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ადრე დაობლდა. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა ჯერ კიევში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის…

ლეო კერესელიძე

ლეო კერესელიძე (დ. 1885 — გ. 23 ნოემბერი, 1943, ბერლინი) – სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი; ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი. 1905-1906 წლებში კერესელიძე მონაწილეობდა რუსეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ გამოსვლებში. სახელი…

სპირიდონ კედია

სპირიდონ კედია (1884-1948) – პოლიტიკური ლიდერი. 1905 წ. იანვრის ბოლოს, რევოლუციის დროს, სპირიდონ კედიას ხელმძღვანელობით ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა არეულობა და გამოსვლა მოეწყო. ამის გამო გიმნაზიიდან გარიცხეს, ქუთაისიდან გაასახლეს და…

კომანდო გოგელია

კომანდო გოგელია (დ. 6 სექტემბერი, 1878, ოზურგეთი — გ. 21 დეკემბერი, 1924, თბილისი) რევოლუციონერი, ანარქისტი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ ქუთაისის საულიერო სემინარია. 1897 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, შევიდა ქ. ნანსის…

კონსტანტინე კანდელაკი

კონსტანტინე კანდელაკი (1883-1958) – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. 1890 -იან წლებში სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში. შემდეგ მოსკოვში დაამთავრა უმაღლესი კომერციული სასწავლებელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა, გახდა საქართველოს კოოპერატიული მოძრაობის…

ივანე გომართელი

ივანე გომართელი (1875-1938) – ექიმი, კრიტიკოსი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, პირველი სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1899 წელს. 1900-იდან მუშაობდა ექიმად სოფ. ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ…

დავით შარაშიძე

დავით შარაშიძე (დ. 1886, ბახვი — გ. 1935, პარიზი) — პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. რედაქტორობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვან ორგანოს „борьба-ს“. 1918 წლის გაზაფხულზე…

გერონტი ქიქოძე

გერონტი ქიქოძე (დ. 4 (16) სექტემბერი, 1886, ბახვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 1 აგვისტო, 1960, თბილისი) – მწერალი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და 1903 წელს…

ნიკო ქუმსიაშვილი

ნიკო ქუმსიაშვილი (1892-1942) – საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი. დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. 1905–1913წწ. სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში; დაამთავრა ქ. იალტის ნიკიტინის…

ნოე რამიშვილი

ნოე რამიშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1881, სურები — გ. 7 დეკემბერი, 1930, პარიზი) – საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. ცნობილი იყო ასევე პარტიული…