კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იუნკრები, გვარდიელები, შეფიცულნი

  • Home
  • ალექსანდრე სულხანიშვილი

ალექსანდრე სულხანიშვილი

ალექსანდრე სულხანიშვილი (1895-1990) ქართველი ემიგრანტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი იყო. მას პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელიც 1921-1924 წლებში ოკუპანტების გასანადგურებლად განახორციელეს თეთრცხენოსანი მხედრის…

კვიროსი ჩხაიძე

კვიროსი ჩხაიძე (1896-1987) იუნკერი, ემიგრანტი. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

ნიკო აღნიაშვილი

ნიკო აღნიაშვილი (1901-1928) იუნკერი ნიკო ბათუმში დაბადებულა 1901 წლის 14 თებერვალს, საქართველოს იუნკერთა სკოლაში უსწავლია, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი სხვა ქართველ იუნკრებსა და სამხედრო პირებთან ერთად იძულებული…

მაკარი ბურჭულაძე

მაკარი ბურჭულაძე (1899-1921) იუნკერი, კოჯორში დაღუპული გმირი. 1918 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ არ დაუმთავრებია. 1921 წელს სამშობლოში დაბრუნდა, საარტილერიო ნაწილში ჩაირიცხა და…

შალვა ერისთავი

შალვა ერისთავი (1899-1921) იუნკერი, ფეხბურთელი, თბილისის მისადგომებთან 1921 წლის 17 თებერვალს გმირულად დაღუპული მეომარი წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა…

ნიკოლოზ თოხაძე

ნიკოლოზ თოხაძე (დ. 13 თებერვალი, 1901, სოფ. აკეთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 1 მარტი, 1975, პარიზი) სამხედრო მოღვაწე, იუნკერი, შემდეგ საფრანგეთის „უცხოური ლეგიონის“ ოფიცერი. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ იუნკერთა სკოლაში.…

ვიტალი უგრეხელიძე

ვიტალი უგრეხელიძე (1901-1983) სამხედრო პირი, იუნკერი დაიბადა 1901 წელს ქუთაისში, სკოლა ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა I მსოფლიო ომი რომ დაიწყო. 14 წლის ბიჭი გაიპარა, მოხალისედ ჩაეწერა ჯარში და სანამ…