კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მხატვრები და მოქანდაკეები

  • Home
  • ნოდარ ერგემლიძე

ნოდარ ერგემლიძე

ნოდარ ერგემლიძე (1939-1993) საქართველოს დამსახურებული მხატვარი. თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების კათედრის უფროსი მასწავლებელი. აღადგინა 1973 წელს დამწვარი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ცენტრალური ჭაღი და განათების სისტემა. 1981 წელს…

ანტონ ფილიპოვი

ანტონ ფილიპოვი (1921-2013) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საპატიო ბათუმელი. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ბათუმის I საშუალო სკოლა 1936 წელს. 1937 წელს შევიდა ბათუმის სამხატვრო სასწავლებელში, საიდანაც მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში.…

ლადო გრიგოლია

ლადო გრიგოლია (1903-1977) საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს. 1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1928 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში;…

კონსტანტინე გრძელიშვილი

კონსტანტინე გრძელიშვილი (1902-1970) – მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1921 წელს სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში. 1925 წელს გადავიდა აკადემიკოს ევგენი ლანსერეს სახელოსნოში, ხოლო აკადემია დაამთავრა 1927 წელს. 1924 წლიდან სისტემატურად…

გიორგი გუნია

გიორგი გუნია (1938-2001) – საქართველოს სახალხო მხატვარი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს. 1970-1982წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1980-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მთავარ მხატვრად; 1987-1996წწ. მხატვართა კავშირის…

დავით გურამიშვილი

დავით გურამიშვილი (დ. 1857 — გ. 1926) – ფერმწერი. რეალისტური მხატვრობის წარმომადგენელი. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1873 წელს გაემგზავრა პარიზში. 1886 წელს შევიდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, სადაც 1888-მდე სწავლობდა. სხვადასხვა…

კოკა იგნატოვი

კოკა იგნატოვი (1937-2002) – საქართველოს სახალხო მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1962 წელს. 1964-1969წწ. იყო სპეციალური სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს, 1970-1973წწ. საქართველოს ტელევიზიის მხატვრული გაფორმების სექტორის მთავარი მხატვარი; 1984…

ხასან ინაიშვილი

ხასან ინაიშვილი (1942-2009) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1965 წელს. გამოფენებში მონაწილეობდა 1965 წლიდან. მუშაობდა პორტრეტის, ნატურმორტის, პეიზაჟის ჟანრში. ქმნიდა თემატურ კომპოზიციებს. მისი ნამუშევრებია:…

დავით კაკაბაძე

დავით კაკაბაძე (დ. 8 აგვისტო/20 აგვისტო, 1889, სოფელი დიდი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 მაისი, 1952, თბილისი) – ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების…

ედმონდ კალანდაძე

ედმონდ კალანდაძე (1923-2014) – საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1952 წელს. 1972-1986წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1991-1992წწ. კულტურის მინისტრი. საქართველოს სამუზეუმეო გაერთიანებასთან…