კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სპორტსმენები

  • Home
  • ოთარ სულაბერიძე

ოთარ სულაბერიძე

ოთარ სულაბერიძე (1923- მეტსახელად “მეობა”, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ქუთაისის კოლორიტი. დაკრძალულია ქუთაისში, ოღასკურაზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ივერი გურეშელმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

დავით ყიფიანი

დავით ყიფიანი (დ. 18 ივნისი, 1951, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2001) – ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. დავით…

ანდრო ჭელიძე

ანდრო ჭელიძე (1917-1972) კლასიკური ჭიდაობა, სსრკ-ს დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის ოსტატი. გამოდიოდა მოსკოვის დინამოს სახელით. დაკრძალულია მოსკოვში, გოლოვინის სასაფლაოზე.

ამბერკი ტაბიძე

ამბერკი ტაბიძე (დ. 27 დეკემბერი, 1952, სამტრედია — გ. 28 იანვარი, 2017, თბილისი) – ხელბურთელი (მარჯვენა გარემარბი), თბილისის „ბურევესტნიკის“ (1971-1990) და სსრკ ნაკრების წევრი (1977-84). სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ…

მურად ჭიჭინაძე

მურად ჭიჭინაძე (1946-1984) სპორტის ოსტატი, ორგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ალპინიზმში. დაიღუპა უშბაზე. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში.

ჯიბილო ნიჟარაძე

ჯიბილო ნიჟარაძე (1946-1993) ძიუდო (+95 კგ), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, სსრკ ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ბექნუ ხერგიანი

ბექნუ ხერგიანი (1912-1990) – ალპინისტი. სსრკ ოთხგზის ჩემპიონი ტრავერსების კლასში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიბადა მესტიაში. სსრკ-ში პირველად, ჯგუფთან ერთად განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო კედლოვანი…

მიხეილ ხერგიანი

მიხეილ ხერგიანი (დ. 25 მარტი, 1932, დაბა მესტია — გ. 4 ივლისი, 1969) – ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე…

ნინო ხურციძე

ნინო ხურციძე (დ. 28 სექტემბერი, 1975 — გ. 22 აპრილი, 2018, თბილისი) – მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1993), საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის (1996). საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა (1989, 1993) და კაცთა…

ტარიელ ჟღენტი

ტარიელ ჟღენტი (დ. 23 თებერვალი, 1945, თბილისი — გ. 29 აგვისტო, 2023) სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1973). სპორტის რაინდი. ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში…