კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მწერლები და პოეტები

  • Home
  • ნიკო ყიასაშვილი

ნიკო ყიასაშვილი

ნიკო ყიასაშვილი (დ. 8 ივლისი, 1926, თბილისი ― 14 მარტი, 1996) ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979). თსუ-ის ინგლისურ ენის კათედრის გამგე (1970-1981), ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე 1984…

გიორგი ყიფიანი

გიორგი ყიფიანი (1908-1986) პოეტი დაიბადა 1908 წელს ქუთაისში, ვაჭრის ოჯახში. 1918–20 წლებში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებულ მე–7 დაწყებით სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1920 წელს, სწავლა განაგრძო ვაჟთა პირველ…

ედიშერ ყიფიანი

ედიშერ ყიფიანი (დ. 21 ნოემბერი, 1924, თბილისი — გ. 29 დეკემბერი, 1972, იქვე) მწერალი. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროლოგიის სპეციალობით. ლიტერატურაში მისი სამწერლო დებიუტი ამავე ხანებში შედგა. პირველი…

ვარდენ ყიფიანი (ღვანკითელი)

ვარდენ ყიფიანი (ღვანკითელი) (1869-1929) მუშა-პოეტი. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ ლიტერატურულ და თეატრალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი ვარდენ ღვანკითელის სახელი. პროფესიით რკინიგზელი იყო – ამიერკავკასიის რკინიგზაზე გამყოლად მუშაობდა, თუმცა, მისი მოწოდება…

ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი

ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი (დ. 16 ივნისი, 1851, გორი — გ. 7 აგვისტო, 1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი) – მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1869 წელს დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868). პირველი…

იოსებ ტატიშვილი

იოსებ ტატიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1886, თბილისი — გ. 21 ივლისი, 1952, იქვე) მწერალი, ენათმეცნიერი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია, ხოლო 1915 წელს — მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. თავისი პირველი მოთხრობა…

ოთარ ჭელიძე

ოთარ ჭელიძე (1925-1998) პოეტი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1948 წელს, ხოლო 1952 წელს – მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტისა” და ჟურნალ “ნიანგის” რედაქციაში.…

ვახტანგ ჭელიძე

ვახტანგ ჭელიძე (დ. 10 აპრილი, 1917, სოფ. ბახვი — გ. 11 ივნისი, 2005) ქართველი მწერალი, მთარგმნელი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1997). დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი დასავლეთ…

გიზო ჭელიძე

გიზო ჭელიძე (1931-2012) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფოლკლორისტი. ევროპის ასოციაციის წევრი, ღვაწლმოსილი ქართველოლოგი, პროზაიკოსი, დრამატურგი, რომანებისა და ნოველების ავტორი. დაკრძალულია ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გოგიტა ცეცხლაძემ.

რევაზ ებრალიძე

რევაზ ებრალიძე (1921-1980) – დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1946-1948წწ. მუშაობდა უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების კულტურული განყოფილების მთავარ რედაქტორად; 1950-1957წწ. ვოლგა-დონის არხის მშენებლობის ერთ-ერთი მონაკვეთის მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან…