კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

საზოგადო მოღვაწეები

  • Home
  • დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი (1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა — 1887, სტავროპოლი) ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832…

სიმონ წერეთელი

სიმონ წერეთელი (1844 – 1931) – იურისტი, საზოგადო მოღვაწე. 1880-იან წლებში “ახალთაობამ” იგი ვერ გაიყვანა ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად (“მარშლად”), მაგრამ მოგვიანებით სიმონ წერეთელი მაინც გახდა ქუთაისის გუბერნიის მარშალი. 1896…

აკაკი ჭყონია

აკაკი ჭყონია (1898–1937) თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, სამხატვრო საბჭოს თავჯდომარე. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ნიაზ დიასამიძე

ნიაზ დიასამიძე (1927-1970) – ხელოვანი, თბილისის კოლორიტი. თანამშრომლობდა გაზეთ „თბილისის“, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“, ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციებთან. მუშაობდა სახელმწიფო ფილარმონიაში და საქართველოს ტელევიზიაში. ნიაზ დიასამიძე უკრავდა ფორტეპიანოზე, აქანდაკებდა და წერდა ლექსებს.…

ერეკლე ტატიშვილი

ერეკლე ტატიშვილი (დ. 28 აგვისტო, 1884, გორი – გ. 1946) ქართული კულტურის მოღვაწე, ერუდიტი და პოლიტოლოგი. სწავლობდა ელიზავეტპოლის გიმნაზიაში. 1904-1906 წლებში სწავლას განაგრძობს ლაიფციგის უნივერსიტეტში. ბრუნდება კურსის დაუმთავრებულად. ორჯერ აპატიმრებენ…

ზაქარია ჭიჭინაძე

ზაქარია ჭიჭინაძე (დ. 1854, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1931, იქვე) ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი. 1875 -1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და…

ილია წინამძღვრიშვილი

ილია წინამძღვრიშვილი (1834, წინამძღვრიანთკარი, მცხეთის რაიონი — 1920, იქვე) – საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი. 1868 წელს ილია წინამძღვრიშვილი აირჩიეს თბილისის მესამე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. წინამძღვრიშვილმა საკუთარ სახლში მიიწვია თორმეტი…

სილოვან ხუნდაძე

სილოვან ხუნდაძე (1860, სოფ. კალაგონი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 12 მაისი, 1928, ქუთაისი) პედაგოგი, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი დამდგენი, ლიტერატორი და პუბლიცისტი. 1884 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა…

იოსებ ოცხელი

იოსებ ოცხელი (დ. 16 სექტემბერი, 1865, ქუთაისი ― გ. 27 მარტი, 1919, ქუთაისი) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. აღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში. ოდესის უნივერსიტეტის…

სულხან მოლაშვილი

სულხან მოლაშვილი (1969-2016) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს. 1986-1987წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში; 1992-1994წწ. უზენაესი სასამართლოს ინსპექტორი; 1994-1996წწ. კონსულტანტი; 1996 წლიდან ეროვნული…