კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ქვეყნის მთლიანობისათვის დაცემულნი

  • Home
  • თემურ (თიო) გაბუნია

თემურ (თიო) გაბუნია

თემურ (თიო) გაბუნია (1956-93) – ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. ის მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორია. მუშაობდა „თბილზნიეპ“-ში, საპროექტო ინსტიტუტში „ტურისტპროექტი“, „საქქალაქმშენსახპროექტი“, არქიტექტურულ სტუდიაში…

მამუკა ბარათაშვილი

მამუკა ბარათაშვილი (1965-1992) – ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა ქ. თბილისში, 1965 წლის 30 იანვარს. 30 აგვისტოს შეტევის დროს ყუმბარის ნამსხვრევებმა დაუფატრა სხეული, მაგრამ ბრძოლას განაგრძობდა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს…

სულხან (სუხია) სულხანიშვილი

სულხან (სუხია) სულხანიშვილი (1965-1992) – სამთო მოთხილამურე, სპორტის ოსტატობის კანდიდატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა 1965 წლის 5 დეკემბერს, თბილისში. მერვე კლასამდე სწავლობდა 53ე საშუალო სკოლაში. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური საშუალო…

ამირან პაპუნაშვილი

ამირან პაპუნაშვილი (1949-1992) – საქართველოს მხედრიონის ახალციხის რაზმის მეთაური. დაიბადა 1949 წელს. ქობულეთში. იზრდებოდა თბილისში.დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი – ინჟინერ-ტექნოლოგის და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი მრეწველობის…

თენგიზ ჭიპაშვილი

თენგიზ ჭიპაშვილი (1950-1991) – სამაჩაბლოს ომის გმირი. დაიბადა 1950 წლის 7 ნოემბერს ხარაგაულში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1968 წელს გაწვეული იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში იმსახურა კოსტრომაში. 1972 წლიდან მუშაობას იწყებს…

ლევან კოხრეიძე

ლევან კოხრეიძე (1975-2008) – უმცროსი სერჟანტი. რუსეთ-საქართველოს ომის გმირი. დაიბადა სოფელ ჯიხაიშში. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა. სენაკში, მეორე ბრიგადაში მუშაობდა კავშირგაბმულობის ხაზით. ორი წელი იმსახურა ჯარში, სექტემბერში უფროსი…

თეიმურაზ არათანაშვილი

თეიმურაზ არათანაშვილი (1978-2004) – სპეციალური დანიშნულების ძალების ბატალიონ,,კომანდოს”ოცეულის მეთაური,უფროსი ლეიტენანტი. თემურაზ გენადის ძე არათანაშვილი 2004 წლის 16აგვისტოს გმირულად დაიღუპა ცხინვალში შეიარაღებული კონფლიქტის დროს… დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, დუშეთის რაიონ სოფელ მჭადიჯვარში.…

გიორგი შაინიძე

გიორგი შაინიძე (1982-2008) – კაპრალი, რუსეთ-საქართველოს ომის გმირი. დჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის” (გარდაცვალების შემდეგ). სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2000 წელს გაიწვიეს, კარანტინის გავლის შემდეგ წელიწადნახევარი ახლადჩამოყალიბებულ სასაზღვრო ჯარში იმსახურა. 2003 წელს…

ტარიელ ქამაშიძე

ტარიელ ქამაშიძე (1988-2008) – კაპრალი. რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, მედალი “მხედრული მამაცობისთვის”. დაიბადა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში. საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა, მისი…

ჯიმი მაისურაძე

ჯიმი მაისურაძე (1949-1993) – სამხედრო პილოტი, შავი პოლკოვნიკი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. ჯიმი იყო ყველაზე კარგი ქართველი სამხედრო პილოტი (ვერტმფრენის). ცნობილი იყო როგორც მეტსახელით “ჩორნი პალკოვნიკ” (შავი პოლკოვნიკი), რომელიც…