კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შრომის გმირები

  • Home
  • მოსე ჯანაშვილი

მოსე ჯანაშვილი

მოსე ჯანაშვილი (დ. ძველი სტილით , ახალი სტილით 1855, სოფელი კახი, საინგილო, აზერბაიჯანი — გ. 19 აპრილი 1934, თბილისი) – ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1875-1920 წწ. პედაგოგიურ…

ირაკლი  აბაშიძე

ირაკლი აბაშიძე (დ. 10 სექტემბერი ან 23 ნოემბერი , 1909, ხონი — გ. 14 იანვარი, 1992, თბილისი) — პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1957-1959 წლებში. საქართველოს…

ვლადიმერ ასათიანი

ვლადიმერ ასათიანი (დ. 1 იანვარი, 1930 — გ. 15 ივნისი, 1979) – შრომის გმირი (1971). გ. დიმიტროვის სახელობის თბილისის საავიაციო ქარხნის ამწყობი-ზეინკალი, სსრკ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2…

ნათელა ჩელებაძე

ნათელა ჩელებაძე (1933-2021) – ყველაზე ახალგაზრდა შრომის გმირი სსრკ-ს მასშტაბით. ბობოყვათის ჩაის ფაბრიკის დირექტორი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1947 წელს, მეშვიდე კლასის მოსწავლე, საზაფხულო არდადეგებზე, მუშაობდა კვირიკეს კოლმეურნეობაში, მასზე…

ვახტანგ ჩხეიძე

ვახტანგ ჩხეიძე (1910-1977) – შრომის გმირი. დაამთავრა ყვარლის სატყეო ტექნიკუმი, 1931 წელს – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, დაინიშნა ხულოს რაიონის მთავარ აგრონომად. 1943 წლიდან, ქედის რაიონის საშუალო სკოლის მასწავლებელია. 1949 წელს მიენიჭა…

შალვა კახიძე

შალვა კახიძე (1912-1977) შრომის გმირი. საქართველოს მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1938 წელს დაამთავრა თბილისის მელიორაციის ინსტიტუტი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ომიდან ჩამოსვლის შემდეგ, მუშაობდა ამბროლაურის რაიკომში. 1951 წლიდან –…

ვასილ მჟავანაძე

ვასილ მჟავანაძე (დ. 20 სექტემბერი, 1902, ქუთაისი — გ. 31 აგვისტო, 1988, მოსკოვი) – საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1962). 1914-1924 წლებში მუშაობდა მუშად ხონში. 1924 წლიდან…

მერი მჟავანაძე

მერი მჟავანაძე (1932-2010) – შრომის გმირი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1950 წელს ნახევარ ჰექტარ ფართობზე მიიღო 7000 კგ. ჩაის უმაღლესი ფოთოლი, რისთვისაც მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. დაკრძალულია ქობულეთის…

ლევან ქორქია

ლევან ქორქია (1913-1984) – შრომის გმირი. გულრიფშის რაიონის მთავარი აგრონომი. 1951 წლის 19 აპრილს მიენიჭა “სოციალისტური შრომის გმირის” წოდება. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლოზე.

ფედოსი რუხაძე

ფედოსი რუხაძე (1890-1957) შრომის გმირი. ხონის რაიონის კოლმეურნე. ბავშვობის წლებიდან მუდსაობდა ჩაის პლანტაციებში. 1950 წლის დადგენილებით მიენიჭა “სოციალისტური შრომის გმირის” წოდება. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.