კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იროდიონ ქავჟარაძე

იროდიონ ქავჟარაძე (1893-1988) – მთარგმნელი, მწერალი პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909, პირველი წიგნი “მოთხრობები” – 1928 წელს. ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები “ადამი და ევა” (1965), “ერმილე ბაბუა” (1970), დოკუმენტური მოთხრობა “ვალმოხდილი” (1978),…

ზურაბ ქავთარაძე

ზურაბ ქავთარაძე (1953-2021) – ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი. 1983-1988 წლებში იყო მეტეხის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: “წიგნი ფიცისა”; ოჰ, ეს საზიზღარი ტელევიზორი“; „ჭერი“; „მოვკლათ მეფე“; „მონანიება“; „ნეილონის ნაძვის ხე“; „ვირთხა“;…

ოთარ რატიანი

ოთარ რატიანი (1920 – 1992) – ილუზიონისტი-“კაცი უჩინმაჩინი”, რუსეთის დამსახურებული არტისტი. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის სასაფლაოზე.

კარლო საკანდელიძე

კარლო საკანდელიძე (დ. 1 აპრილი, 1928 — გ. 29 ოქტომბერი, 2010) – ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. საქართველოს სახალხო არტისტი 1944 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1 საშუალო…

არკადი შალოლაშვილი

არკადი შალოლაშვილი (1947-1993) ქართულ ებრაული წარმოშობის თეატრისა დაკინოს მსახიობი. დაიბადა ოდესაში, კაპიტნის ოჯახში. მუშაობდა თბილისის რუსულ თეატრში. დაახლოებული იყო კრიმინალურ წრეებთან. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში. ფოტო აღებულია მიხეილ სოკოლოვსკის გვერდიდან http://spb-tombs-walkeru.narod.ru/…/koma…/shalolashvili.html

ნუგზარ შარია

ნუგზარ შარია (დ. 19 თებერვალი, 1941, თბილისი — გ. 1 დეკემბერი, 2022, ნიუ-იორკი, (აშშ)) – მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. გადაღებულია 30-ზე მეტ ფილმში. ის 1970-იანი წლების დასაწყისიდან გარდაცვალებამდე ამერიკაში…

გიორგი შავგულიძე

გიორგი „ჟორა“ შავგულიძე (დ. 16 ნოემბერი, 1910, ქუთაისი — გ. 13 აპრილი, 1959, თბილისი) – ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), დაჯილდოებულია ორი ორდენით…

თენგიზ შავგულიძე

თენგიზ შავგულიძე (1923-1987) – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, პარტიზანი, იარაღის კონსტრუქტორი. რუსეთის ფედერაციის დამსახურებელი გამომგონებელი. დაასრულა მოსკოვის ელექტრომექანიკური ინსტიტუტი, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 1937 წელს, 1942 წელს ჩავარდა ტყვედ, მაგრამ ტყვეობას…

შოთა შავგულიძე

შოთა შავგულიძე (დ. 10 მარტი, 1915, გალი — გ. 22 იანვარი, 1963, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. კარიერა დაიწყო 1927 წელს თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდულ…

ამირან ტაკიძე

ამირან ტაკიძე (1935-2004) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. სოფელ ვან-ზომლეთის (ჩოხატაურის რ-ნი) საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1957-1961წწ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის…