კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსი შუშანია

ღირსი მამა მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია (დ. 23 სექტემბერი, 1852, ნოქალაქევი — გ. 31 იანვარი, 1923) საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 31 იანვარი (ძვ. სტ. 18 იანვარი).…

პლატონ შუშანია

პლატონ შუშანია (დ. 17 ოქტომბერი, 1894, ქუთაისი — გ. 21 მარტი, 1971, თბილისი) მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე,…

ემანუილ ვარდიძე

ემანუილ ვარდიძე (1886-1966) საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ერთ–ერთი უკანასკნელი ქართველი კათოლიკე მღვდელი. სწავლობდა კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში. მღვდლად ეკურთხა რომში, 23 წლის ასაკში. 1921-1966 წლებში, გარკვეული ინტერვალებით, თბილისის პეტრე და პავლე…

კონსტანტინე საფარიშვილი

კონსტანტინე საფარიშვილი (1887-1973) თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი. ფლობდა 10 ენას. მის მიერ არანჟირებული საგალობლები წლების განმავლობაში სრულდებოდა ეკლესიაში. 1899 წელს სასწავლებლად გაემგზავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. 1911 წლის…

პეტრე შარია

პეტრე შარია (დ. 1902 — გ. 1983) საბჭოთა პარტიული და პოლიტიკური მოხელე, ლავრენტი ბერიას გარემოცვის წევრი. 1920 წ. შეუერთდა ბოლშევიკურ პარტიას, რომლის საქმიანობა დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლობასთან იყო კოორდინირებული.…

პეტრე ჩხობაძე

პეტრე ჩხობაძე (1908-1978) გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომში მსროლელი პოლკის და დივიზიის მეთაური, თბილისის მსროლელი დივიზიის მეთაური (1944-1956), ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე (1957-1963), დაჯილდოებულია 5 ორდენით, 10 მედლით. დაიბადა 1908…

პეტრე ხვედელიძე

პეტრე ხვედელიძე (დ. 25 ივნისი, 1918, — გ. 27 მარტი, 2014) – ჟურნალისტი და სამხედრო პირი. დაიბადა თბილისში. 1939 წელს სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ სამ თვეში უკან დაბრუნდა. 1940…

იგორ შხვაცაბაია

იგორ შხვაცაბაია (1928-1988) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი, კარდიოლოგი. დაკრძალულია მოსკოვში. ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია – კონსტანტინე შხვაცაბაია (1896-1960) – თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დავით სუხიაშვილი

დავით სუხიაშვილი (1962-2020) მედიცინის დოქტორი, ოტოლარინგოლოგი. სამუშაო ადგილი – ყელ – ყურ – ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე, შვილთან, თორნიკესთან ერთად. თორნიკე სუხიაშვილს, რომელიც მოტოციკლით მოძრაობდა, სანაპიროზე მსუბუქ…

კონსტანტინე სუხიაშვილი

კონსტანტინე სუხიაშვილი (1902-1955) კონტრ-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, კასპიის უმაღლესი სამხედრო საზღვაო სასწავლებლის უფროსი, 77-ე მეზღვაურთა ბრიგადის მეთაური, პორტკალა-უდის სამხედრო საზღვაო ბაზის მეთაური (1945-1951) დაიბადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია…