კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გოგოთურ აგლაძე

გოგოთურ აგლაძე (1930-2014) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1959–1963წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარიო სასწავლო–კვლევითი ინსტიტუტის…

რაფიელ აგლაძე

რაფიელ აგლაძე (დ. 29 დეკემბერი, 1911, თბილისი — გ. 17 აპრილი, 1989, იქვე) ელექტროქიმიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი. სკოლა…

დავით აგლაძე

დავით აგლაძე (დ. 18 (31) იანვარი, 1900, თბილისი ― გ. 7 აგვისტო, 1976) ზოოტექნიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1925), პროფესორი (1930). 1925 წელს დაამთავრა ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია) ზოოტექნიკური ინსტიტუტი. 1925–1947…

ალექსანდრე ალადაშვილი

ალექსანდრე ალადაშვილი (დ. 17 ივნისი/30 ივნისი, 1876, სოფ. არბოშიკი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ― გ. 29 ივნისი, 1950, თბილისი) ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი…

ალექსანდრე ალექსიძე (სონღულაშვილი)

ალექსანდრე ალექსიძე (ნამდვილი გვარი სონღულაშვილი) (დ. 1874, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1934, იქვე), პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე. 1895 წელს პარიზში, რუსულ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ქართული ცეკვების შესრულებისათვის ოქროს დიდი მედლით…

დიმიტრი (დოდო) ალექსიძე

დიმიტრი (დოდო) ალექსიძე (დ. 23 თებერვალი/8 მარტი, 1910, თბილისი — გ. 4 დეკემბერი, 1984) – რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (1955), უკრაინის სახალხო არტისტი (1969), აფხაზეთის (1975),…

ირინე ალექსიძე

ირინე ალექსიძე (1914-1996) მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი. თბილისში დაამთავრა მარია პერინის საბალეტო სტუდია(1930), მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი(1939), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1944-1961წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა…

მერაბ ალექსიძე

მერაბ ალექსიძე (დ. 8 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1993) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1958-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს…

შალვა ამირანაშვილი

შალვა ამირანაშვილი (დ. 26 მარტი, 1899, ონი — გ. 9 თებერვალი, 1975, თბილისი) ხელოვნებათმცოდნე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) წევრ-კორესპონდენტი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების…

ქრისტეფორე არეშიძე

ქრისტეფორე არეშიძე (დ. 12 თებერვალი, 1906, ქ. ცხინვალი ― გ. 28 დეკემბერი, 1982, თბილისი) – ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1969; წევრ-კორესპონდენტი 1961). ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული…