კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ხარიტონ ვარდოშვილი

ხარიტონ ვარდოშვილი (ნიკოლაიშვილი) (დ. 7 ოქტომბერი, 1895, სოფელი უჩხოთი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 15 ოქტომბერი, 1970, თბილისი) – პოეტი და მთარგმნელი. 1918 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად,…

მამია ვარშანიძე

მამია ვარშანიძე (დ. 15 დეკემბერი, 1916, ურეხი, ხელვაჩაურის რაიონი — გ. 29 მარტი, 1998, ბათუმი) ქართველი პოეტი, პროზაიკოსი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაიბადა 1916 წლის 15 დეკემბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ…

ბიჭიკო ვარშანიძე

ბიჭიკო ვარშანიძე (1942-2018) – 1993-1999 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1965 წელს; ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით ნოვოროსიისკის სანაოსნოში მოხვდა.…

იპოლიტე ვართაგავა

იპოლიტე ვართაგავა (ფსევდონიმები: ნეზდეშნის, სალგირ) (დ. 30 იანვარი, 1872, სოფელი ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 6 იანვარი, 1967, თბილისი) – კრიტიკოსი, მწერალი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1946). 1895 წელს დაამთავრა თბილისის…

თამაზ წივწივაძე

თამაზ წივწივაძე (1941-2018) კრიტიკოსი, მწერალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 1975 წლიდან იყო ჟურნალ “ცისკრის” დამატების – “ნობათის” რედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე; 1982…

ნათელა ჩელებაძე

ნათელა ჩელებაძე (1933-2021) – ყველაზე ახალგაზრდა შრომის გმირი სსრკ-ს მასშტაბით. ბობოყვათის ჩაის ფაბრიკის დირექტორი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1947 წელს, მეშვიდე კლასის მოსწავლე, საზაფხულო არდადეგებზე, მუშაობდა კვირიკეს კოლმეურნეობაში, მასზე…

მიხეილ ყიფიანი

მიხეილ ყიფიანი (დ. 12 აპრილი, 1833, სოფ. ვახანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 2 მარტი, 1891, ვლადიკავკაზი) – პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი. დაამთავრა კავკასიის სამიჯნე სკოლა თბილისში და დაიწყო მუშაობა ტოპოგრაფად. პარალელურად…

ზურაბ ხვედელიძე

ზურაბ ხვედელიძე (1955-2020) – ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რეზო ესაძე

რეზო ესაძე (1934-2020) – მსახიობი, რეჟისორი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს; 1965 წელს კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი მოსკოვში. 1955-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო…

გოგი თოდაძე

გოგი თოდაძე (1945-2020) – მსახიობი, რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1968 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი,…