გურამ ფანჯიკიძე
გურამ ფანჯიკიძე (დ. 1933 — გ. 1997) – მწერალი, რედაქტორი. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პარალელურად, იყო გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო…
ვახტანგ ფხაკაძე
ვახტანგ ფხაკაძე (1958-2020) – ლუტეციას დამფუძნებელი, ბიზნესმენი. კომპანია “ლუტეცია” 1999 წელს დააფუძნა. პარფიუმერული და თავის მოვლის ბრენდებს შორის ჯგუფი აერთიანებს lutecia-ს სუნამოების მაღაზიათა ქსელს, Mac-ს, calzedonia-ს, intimissimi-ს და yves rocher-ის…
ომარ ფხაკაძე
ომარ ფხაკაძე (დ. 12 აგვისტო, 1944, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1993, თბილისი) სპორტსმენი (ველოსპორტი, ტრეკი, სპრინტი), სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი. საქართველოს…
აკაკი ფაღავა
აკაკი ფაღავა (დ. 15 თებერვალი, 1887, სოფ. ნახუნავო, სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 27 ივნისი, 1962, თბილისი) – რეჟისორი. 1899 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1908 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის…
ირაკლი ფაღავა
ირაკლი ფაღავა (1918-1988) – ფიზიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
იური ფაღავა
იური ფაღავა (1878-1960) 1918 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი და დემოკრატიული საქართველოს დიპლომატი ირანში. ოკუპაციას შეხვდა გერმანიაში და შემდეგ დაფუძნდა საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ფოტო აღებულია საქართველოს პარლამენტის…
კონსტანტინე ფაღავა
კონსტანტინე ფაღავა (1919-1994) აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. 1982 წლიდან ირანული ფილოსოფიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ლიტერატურის ისტორიას., XIX ს. სპარსულ-აზერბაჯანული და აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურის ურთიერთობების საკითხებს.…
ეგნატე ფიფია
ეგნატე ფიფია (დ. 8 იანვარი, 1901, წალენჯიხის რაიონი, ჯვარი; გ. 6 ივლისი, 1979) ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მოიხსენიებდნენ „ქართული ქირურგიის მეფედ“. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.…
ალექსანდრე ფრანგიშვილი
ალექსანდრე ფრანგიშვილი (1907-1989) ფსიქოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს. 1927 წელს დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად ქ. თელავის პედაგოგიურ ტექნიკუმში. მალე გადაიყვანეს კახეთის რაიონის…
კოტე ფერაძე და ტუტუშა ჯაფარიძე
კოტე ფერაძე და ტუტუშა ჯაფარიძე (დაიღუპნენ ტრაგიკულად 1929 წლის 5 ნოემბერს) – ინჟინერ-მელიორატორები, დიდი წვლილი შეიტანენ კოლხეთის წაობების ამოშრობასა და დიღმის სარწყავი სისტემის მშენებლობაში. დაკრძალულნი არიან დიდუბის პანთეონში.