კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • გრიგოლ ფოჩხუა

გრიგოლ ფოჩხუა

გრიგოლ ფოჩხუა (1919-1965) საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1942-1944 წლებში სხვადსხვა პერიოდში მუშაობდა მარტვილის კულტურის სახლთან არსებულ დრამკოლექტივში, აგრეთვე აბაშის(1944-1946) და სოხუმის(1946-1952) თეატრებში. 1952-1953 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადის მსახიობია, ხოლო 1953…

გერმანე ფაცაცია

გერმანე ფაცაცია (1951-2013) – პოლიტიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1977წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1983წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. პოლიტოლოგიის ინსტიტუტის…

ანტონ ფურცელაძე

ანტონ ფურცელაძე (დ. 6 დეკემბერი, 1839, სოფ. მერეთი, გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 3 ნოემბერი, 1913, სოფ. არბო) – მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. 1867 წელს ა. ფურცელაძე ტოვებს თბილისს, მუშაობას იწყებს…

ვახტანგ ფალიაშვილი

ვახტანგ ფალიაშვილი (დ. 2 ივლისი, 1919, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 1980) – დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი. 1939 წელს შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში. აქ იგი ოსტატობას იმაღლებდა გამოჩენილი დირიჟორის ალექსანდრე…

ივანე ფალიაშვილი

ივანე ფალიაშვილი (დ. 1 ოქტომბერი, 1868, ქუთაისი ― გ. 7 მარტი, 1934, თბილისი) – დირიჟორი, პიანისტი, ორგანისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1924). ერთხანს ორგანისტად მუშაობდა თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში. 1888 წლიდან…

ზაქარია ფალიაშვილი

ზაქარია ფალიაშვილი (დ. 3 აგვისტო/16 აგვისტო, 1871, ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი, 1933, თბილისი) კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.…

ანტონ ფალიაშვილი

ანტონ ფალიაშვილი (1884-1957) – სამხედრო ექიმი. ზაქარია და ივანე ფალიაშვილების ძმა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ლევან ხიზანიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

კოტე ფოცხვერაშვილი

კოტე ფოცხვერაშვილი (დ.11 სექტემბერი, 1880, სოფ. სვირი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 22 მარტი, 1959, თბილისი) – კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი. არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის – დიდება…

გიგლა ფირცხალავა

გიგლა ფირცხალავა (დ. 15 სექტემბერი, 1922, ფოთი ― გ. 4 ივნისი, 1983, თბილისი) – გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1978). დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1950), იყო ნ. კანდელაკის მოწაფე.…

აკაკი ფირცხალავა

აკაკი ფირცხალავა (დ. 15 ივნისი, 1914, სოფელი მათხოჯი, წულუკიძის რაიონი — გ. 28 მაისი, 1987, თბილისი) – მოჭადრაკე, ოსტატობის კანდიდატი, საქართველოს ჩემპიონი (1949), ავტორი წიგნისა „ბოტვინიკ-ბრონშტეინის მატჩი“. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული…