კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ალექსანდრე ამილახვარი

ალექსანდრე ამილახვარი

ალექსანდრე ამილახვარი (1879-1968) – პოლკოვნიკი, დრაგუნთა ქართული პოლკის მეთაური, თავადი. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1901 წელს კი პაჟთა კორპუსი. იყო მისმიერვე ჩამოყალიბებული დრაგუნთა ქართული პოლკის მეთაური. 1914 –1916 წლებში მსახურობდა…

ანა ამილახვარი

იღუმენი ნინო (ერობაში ანა ამილახვარი; დ. 16 იანვარი, 1816, გორის მაზრა, საამილახვრო ჭალა — გ. 30 დეკემბერი, 1904) – სასულიერო მოღვაწე. მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო…

ნინა ამილახვარი

ნინა ამილახვარი (1784-1839) – იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტრის დამაარსებელი, მონასტრის პირველი წინამძღვარი. სამთავროში მოვიდა 1820 წლის 10 ოქტომბერს, სამონაზვნედ შეიმოსა 1810 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1812 წელს, რომელმაც რამდენიმე დასთან ერთად…

დიმიტრი ამილახვარი

დიმიტრი ამილახვარი (დ. 1906, ბაზორკინო (ახლანდ. ჩერმენი), თერგის ოლქი — გ. 24 ოქტომბერი, 1942, ელ-ალამეინი, ჩრდ. ეგვიპტე) – საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921…

თეიმურაზ არათანაშვილი

თეიმურაზ არათანაშვილი (1978-2004) – სპეციალური დანიშნულების ძალების ბატალიონ,,კომანდოს”ოცეულის მეთაური,უფროსი ლეიტენანტი. თემურაზ გენადის ძე არათანაშვილი 2004 წლის 16აგვისტოს გმირულად დაიღუპა ცხინვალში შეიარაღებული კონფლიქტის დროს… დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, დუშეთის რაიონ სოფელ მჭადიჯვარში.…

მამუკა ასლანიკაშვილი

მამუკა ასლანიკაშვილი (1946-1986) – კომკავშირის რუსთავის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, შემდეგ პირველიმდივანი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს კოპმპარტიის ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი, ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის წევრი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური…

ფერიდე აცამბა

ფერიდე აცამბა (1922-2016) – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების რელიგიების ისტორიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, „მეგობრობის ორდენის“ კავალერი. 1938-1940 წლებში სწავლობდა ბათუმის…

ნოდარ ალანია

ნოდარ ალანია (1924-1976) – ფილოლოგი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

მათე ალექსიშვილი

მათე ალექსიშვილი (დ. 20 მაისი, 1910, სოფელი ვეჯინი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 4 დეკემბერი, 1970, თბილისი) – ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1933 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის…

ვახტანგ ამაღლობელი

ვახტანგ ამაღლობელი (1948-2010) – ფილოლოგი, პროფესორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პრორექტორი (1993-2005). დაიბადა ქუთაისში, დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის…