კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • შოთა პირველი

შოთა პირველი

შოთა პირველი (1914-1986) – საქართველოს სახალხო არტისტი. 1928 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-3 შვიდწლიანი შრომის სკოლა, 1932 წელს-პედაგოგიური ტექნიკუმი. 1935 წელს შევიდა თბილისის სასცენო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე. 1937 წელს დაამთავრა თეატრის…

ზურაბ პატარიძე

ზურაბ პატარიძე (1928-1982) საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

მიქელ პატარიძე

მიქელ პატარიძე (დ. 5 აპრილი, 1895, ქუთაისი — გ. 7 ივლისი, 1959, ბაღდათი) პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე. 1912 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის…

ელისე პატარიძე

ელისე პატარიძე (დ. 16 ივნისი, 1896, ნაკარევი — გ. 10 თებერვალი, 1975, პარიზი, დაკრძალულია ლევილში) პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების (1917 წ.) შემდეგ ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური განხრით.…

რამაზ პატარიძე

რამაზ პატარიძე (დ. 6 ნოემბერი, 1927, თბილისი — გ. 1 ნოემბერი, 2020) – ენათმეცნიერი, მკვლევარი. დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.…

ავთანდილ პოპიაშვილი

ავთანდილ პოპიაშვილი (დ. 25 მაისი, 1944, სოფ. გამარჯვება, დედოფლისწყაროს რაიონი — გ. 5 თებერვალი, 1998) – ფილოსოფოსი, ფილოლოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, პარლამენტარი, საქართველოს…

ბადრი პატარკაციშვილი

ბადრი პატარკაციშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1955. თბილისი — გ. 12 თებერვალი, 2008, ლონდონი) – ბიზნესმენი, ჰოლდინგის სს “ი-მედიას” დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. იყო…

ვასილ პაპინაშვილი

ვასილ პაპინაშვილი (1924-1976) შრომის გმირი. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1941 წელს თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში. 19942-1945 წწ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. არჩეული იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატად. 1966 წელს…

ალექსი პირმისაშვილი

ალექსი პირმისაშვილი (1913-1986) მეორე მსოფლიო ომის გმირი დაამთავრა თბილისის საარტილერიო სკოლა 1937 წელს. 1933 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებშია. 1942 წლიდან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 955-ე საარტილერიო პოლკის საარტილერიო დივიზიონის მეთაური…