კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯ

  • Home
  • არჩილ ჯორჯაძე

არჩილ ჯორჯაძე

არჩილ ჯორჯაძე (დ. 10 იანვარი, 1872, თბილისი — 21 მარტი, 1913, ბათუმი) – პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი იდეოლოგი. 1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. იმავე წელს…

ევგენი ჯუღაშვილი

ევგენი ჯუღაშვილი (1936-2016) – პოლკოვნიკი, სამხედრო მეცნიერი, ინჟინერი და ისტორიკოსი. დაიბადა იოსებ სტალინის შვილის – იაკობის ოჯახში. გააჩნდა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობები. ცხოვრობდა მოსკოვსა და თბილისში. ევგენი ჯუღაშვილი გადაღებულია რამდენიმე…

გაიოზ ჯეჯელავა

გაიოზ ჯეჯელავა (1915-2005) – ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის გუნდებში: ტსპო-ში (1933-34), „ლოკომოტივსა“ (1935-36) და „დინამოში“ (1937-48). სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 135 მატჩი (59 გოლი). სსრკ-ს ჩემპიონატების ორგზის მეორე (1939, 40)…

სპარტაკ ჯეჯელავა

სპარტაკ ჯეჯელავა (1923-1975) – 1940-იანი წლების თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი. 1947 – მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი. 1946 – მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

დავით ჯაბიძე

დავით ჯაბიძე (დ. 23 თებერვალი, 1916. სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი — გ. 15 დეკემბერი, 1982) – საბჭოთა კავშირის გმირი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აეროკლუბი. 1938 წელს საბჭოთა არმიაში დაიწყო…

პოლიკარპე ჯაჯანიძე

პოლიკარპე ჯაჯანიძე (1910-1977) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1932 წლიდან დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 1940 წლიდან მუშაობს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წლიდან არის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო…

სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანი (დ. 5 ივნისი, 1958, მესტია — გ. 8 თებერვალი, 2024,თბილისი) – მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი). 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის…

დიმა ჯაიანი

დიმა ჯაიანი (დ. 20 აგვისტო, 1950, სენაკი — გ. 9 დეკემბერი, 2017, იზმირი, თურქეთი) – მსახიობი და რეჟისორი. საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი. სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების…

ანზორ ჯაიანი

ანზორ ჯაიანი (1934-2005) – უშიშროების გენერალი. სსრკ სახელწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი 1956 წლიდან, აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე (1981-1989), დაჯილდოებულია 12 მედლით და 2 ორდენით. დაიბადა მესაზღვრის ოჯახში. 1953 წელს…

ირაკლი ჯაბადარი

ირაკლი ჯაბადარი (დ. 17 ოქტომბერი, 1892, თბილისი — გ. 18 აგვისტო, 1937, ნიცა, საფრანგეთი) – კომპოზიტორი და პიანისტი. უმაღლესი განათლება მიიღო ბრიუსელის კონსერვატორიაში. სამი წლის შემდეგ გადავიდა ვენაში, სადაც იღრმავებდა…