კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • სოკრატ არშბა

სოკრატ არშბა

სოკრატ არშბა (დ. 5 თებერვალი/18 თებერვალი, 1905, ოჩამჩირე, სოხუმის ოკრუგი — გ. 4 იანვარი, 1985, თბილისი) – აფხაზი ქირურგ-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1961), საქართველოს (1961) და აფხაზეთის (1961)…

ლადო აღნიაშვილი

ლადო აღნიაშვილი (დ. 7 თებერვალი, 1860, სოფ. შილდა, ყვარლის რაიონი ― გ. 23 აპრილი, 1904, თბილისი) – გამოჩენილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ლინგვოდიდაქტიკოსი და ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკროლისტი და პუბლიცისტი დაამთვრა თელავის…

ატო აღნიაშვილი

ატო აღნიაშვილი (1905-1930) – მთამსვლელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბავშვობა შვეიცარიაში გაატარა, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა ფრანგული ენა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს, გიორგი ნიკოლაძის რჩევით, ფრანგულიდან თარგმნა ინჟინერ…

ნოდარ აკობია

ნოდარ აკობია (1949-2022) – მწვრთნელი. სხვადასხვა წლების განმავლობაში „ლოკომოტივს“, თბილისის „დინამოს“, საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

იური აროშიძე

იური აროშიძე (1929-2010) – ფრენბურთელი, 1960 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის დამსახურებული მანქანათმშენებელი. დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ფრენბურთის თამაში დაიწყო ლენინგრადში. იყო საბჭოტა კავშირის ნაკრების წევრი. დაკრძალულია სანკტ…

მამია ასათიანი

მამია ასათიანი (დ. 11 მარტი, 1907, ქუთაისი — გ. 5 მარტი, 1970, თბილისი) – მწერალი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მუშაობდა ქუთაისში საშუალო სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილების…

ლევან ასათიანი

ლევან ასათიანი (დ. 12 ივლისი, 1900, თბილისი — გ. 14 მაისი, 1955) – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა…

ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი (დ. 14 იანვარი, 1917, ქუთაისი — გ. 23 ივნისი, 1943, თბილისი) – პოეტი. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და გახდა ქუთაისის პედაგოგიური…

გურამ ასათიანი

გურამ ასათიანი (დ. 12 აგვისტო, 1928, თბილისი — გ. 28 ივნისი, 1982) – ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. სწავლობდა ჯერ თბილისის შემდეგ კი მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც მან დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი.…

მიხეილ ასათიანი

მიხეილ ასათიანი (დ. 10 მაისი, 1882, თბილისი ― გ. 20 იანვარი, 1938) – ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართვლოში. 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა…