კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • მაქსიმე გვარლიანი

მაქსიმე გვარლიანი

მაქსიმე გვარლიანი (1914-1993) – ალპინისტი, მეგზური, ალპინიზმის ინსტრუქტორი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მაქსიმე გვარლიანის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოეწყო მნიშვნელოვანი ასვლები კავკასიონსა და პამირის მთიანეთში 1937 წელს, შხელდა 1950 წელს, შხარა 1952…

ამბერკი გიორგიძე

ამბერკი გიორგიძე (1896-1948) – საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მდივანი. ემიგრანტი. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ევროპაში გადასახლდა, სადაც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ფაკულტეტზე (1920-1924) სწავლის…

გუგუ გობეჩია

გუგუ გობეჩია (1914-1976) – შრომის გმირი. ზუგდიდის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე. 1950 წელს მიენიჭა “შრომის გმირის” წოდება ჩაის მოსავლის 15 %-ით გადიდებისათვის. დაკრძალულია ზუგდიდში,მანცხვარკარის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რამაზ შაინიძემ.

ბექა გოცირიძე

ბექა გოცირიძე (დ. 17 აგვისტო, 1988, თბილისი — გ. 8 თებერვალი, 2026, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია მირზა ბჟალავას გვერდიდან.

ილარიონ (ილია) გოცირიძე

ილარიონ (ილია) გოცირიძე (დ. 15 იანვარი, 1897, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 22 მარტი, 1968, მოსკოვი) – მშენებელი ინჟინერი, მოღვაწეობდა რუსეთში. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო–სატრანსპორტო ინსტიტუტი 1929 წელს. 1929-1933…

სიმონ გირკელიძე

სიმონ გირკელიძე (1939-2020) – მოქანდაკე, მხატვარი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით 1970 წელს. მუშაობდა ძირითადად ქანდაკების ჟანრში. ამის პარალელურად, ფერწერულ ნამუშევრებსაც ქმნიდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა…

გიორგი XII

გიორგი XII (დ. 10 ოქტომბერი, 1746 — გ. 28 დეკემბერი, 1800) – ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798—1800). XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. მისი მეფობისას ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და…

გურჯი ხათუნი

გურჯი ხათუნი – თამარ ბაგრატიონი (XIII ს.) – თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდან მეფის შვილი, იკონიის დედოფალი. თამარის სილამაზითა და გამჭრიახობით მოხიბლულმა ხუსრევ II მეუღლეს გურჯი ხათუნი (ქართველი ქალბატონი) უწოდა. თამარი…

ფადიკო გოგიტიძე

ფადიკო გოგიტიძე (დ. 1916, სოფ. ალამბარი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ოქტომბერი, 1940, ბათუმი) – პირველი ქართველი მფრინავი ქალი. 1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა. მუშაობა დაიწყო ბათუმის აეროკლუბში…

კობა გურული

კობა გურული (დ. 23 აპრილი, 1930, სოფ. ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი, — გ. 9 აპრილი, 2010, თბილისი) – მხატვარი, ოქრომჭედელი და მოქანდაკე. თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს დამსახურებული…