კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კ

  • Home
  • მიხეილ კვესელავა

მიხეილ კვესელავა

მიხეილ კვესელავა (დ. 27 მაისი, 1913, თბილისი — გ. 6 დეკემბერი, 1981) – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1936 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა…

დავით კვიცარიძე

დავით კვიცარიძე (02.05.1920-1998) – მწერალი. II მსოფლიო ომის მონაწილე. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 1957 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. დაჯილდოებულია: საპატიო ნიშნის ორდენითა და წითელი ვარსკვლავის ორდენით. მისი…

ტიტო კალატოზიშვილი

ტიტო კალატოზიშვილი (1929-1984) – ოპერატორი, რეჟისორი. სა­ქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სა­ხელმწ. ინ-ტის საოპერატორო ფაკ-ტი. მირებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ლევან კორინთელი

ლევან კორინთელი (1971-2012) – სცენარისტი, ხელოვნების მუშაკი. კინოთეატრ “ამირანის” თანამფლობელი; კინოსტუდია “რემკასა” და “დამოუკიდებელი კინოპროექტის” თანადამფუძნებელი. სცენარის ავტორია ფილმის: “ბოლო გასეირნება”(2012); პროდიუსერია ფილმების: “გასეირნება ყარაბაღში”(2005), “რუსული სამკუთხედი”(2007), “სამი სახლი”(2008), “კონფლიქტის…

მიხეილ კვალიაშვილი

მიხეილ კვალიაშვილი (1898-1974) – რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს (ვოკალის განხრით). 1925–1926წწ. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში;…

ვახტანგ კოპალეიშვილი

ვახტანგ კოპალეიშვილი (დ. 26 დეკემბერი, 1954, სამტრედია — გ. 13 თებერვალი, 2015, თბილისი) – ფეხბურთელი და მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“…

მიხეილ კედია

მიხეილ კედია (დ. 1902, თბილისი — გ. 20 აგვისტო, 1954) – ემიგრანტი გერმანიაში, აბვერის თანამშრომელი, მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაიხსნა ათასამდე ებრაელი. 1921 წელს საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს…

ზაურ კალოევი

ზაურ კალოევი (დ. 24 მარტი, 1931, თბილისი — გ. 23 დეკემბერი, 1997, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. ევროპის ჩემპიონი (1960 წ.).…

აკაკი კიბორძალიძე

აკაკი კიბორძალიძე (17.08.1962, ქუთაისი _ 2001) – ძიუდოისტი. მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1987, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ ჩემპიონი (1987) და სსრკ…

სერგო კოტრიკაძე

სერგო კოტრიკაძე (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური — გ. 3 მაისი, 2011, სტოკჰოლმი, შვედეთი) – ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1955–1968, 1970) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1968–1969). ასევე გამოდიოდა საბჭოთა…