კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • სტალინი

სტალინი

სტალინი (1878-1953)

ნიკოლოზ სანიშვილი

ნიკოლოზ სანიშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1902 — გ. 26 ოქტომბერი, 1995)- რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1964). დაიბადა 1902 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში. დაამთავრა ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი.1921–1924 წლებში…

გრიგოლ სულიაშვილი

გრიგოლ სულიაშვილი (1894-1960) – ქუთაისის თეატრის რეჟისორი. დაამთავრა მოსკოვის ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატული სტუდია 1926 წელს. იყო თბილისის მუშათა თეატრის რეჟისორი. 1928 წლიდან მიიწვიეს მეორე სახელმწიფო თეატრში, იმუშავა კ. გუცკოვის…

ვლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე

ვლადიმერ (ვალოდია) სულაქველიძე (1884-1954) – 1918-1921 წლებში ქუთაისის მილიციის უფროსი. 1918 წლის დასაწყისში, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ ურატაძის კაბინეტის კარი მაღალმა, ძლიერი აღნაგობის ახალგაზრდა კაცმა შეაღო.…

ვალერიან საღლიანი

ვალერიან საღლიანი (1924-2007) – პოეტი, მესტიის რაიონული გაზეთის რედაქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს. მუშაობდა საქართველოს რადიოში დასავლეთ საქართველოს ზონის კორესპოდენტად; 1960-1966წწ. აირჩიეს სოფელ ცხუმარის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ;…

საიათნოვა

საიათნოვა (1712-1795) – სომეხი პოეტი, აშუღი, ცხოვრობდა საქართველოში. ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიიღო; ქართულ ენას იგი, სომხურ ენასთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა; 1742 წლიდან საკუთარ სახოტბო-სატრფიალო ლექსებსაც თხზავდა; ლექსებს თხზავდა…

ალექსანდრე საჯაია

ალექსანდრე საჯაია (დ. 1916, ოდიში, ზუგდიდის რაიონი – გ. 1944) – მწერალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1940 წელს. მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა,…

ალექსანდრე (ალი) სამსონია

ალექსანდრე (ალი) სამსონია (1933-2001) – მწერალი, ჟურნალ “ნიანგის სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე (დ. 26 იანვარი, 1925 — გ. 29 იანვარი, 2001) – მწერალი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში…

თედო სახოკია

თედო სახოკია (დ. 15 მარტი, 1868, სოფ. ხეთა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 17 თებერვალი, 1956, თბილისი) – მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი. 1877 წელს მიაბარეს მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1883 წელს…