დავით სულიაშვილი
დავით სულიაშვილი (დ. 10 ივნისი, 1884, დაბა სურამი — გ. 6 ნოემბერი, 1964, თბილისი) – მწერალი, რევოლუციონერი. 1903 წელს ლაიფციგში გაემგზავრა, აქ იგი დაუკავშირდა ვ. ლენინის მიმდევარ ემიგრანტთა ჯგუფებს. რეაქციის…
ტიტე სარიშვილი
ტიტე სარიშვილი (1908- ) – პედაგოგიური მეცნიერების დოქტორი(1967), პროფესორი(1968), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი 1933 წელს. 1936 წლიდან სხვადასხვა დროს იყო თელავის, ცხინვალის, გორის, ბათუმის…
მალხაზ სიორიძე
მალხაზ სიორიძე (1957-2011) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1984-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო…
ივანე სურგულაძე
ივანე სურგულაძე (1903-1983) – სამართლის ისტორიკოსი, იურდიული მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1928 წელს. 1942 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1947 წლიდან იყო სახელმწიფოსა…
აბელ სურგულაძე
აბელ სურგულაძე (1933-2001) – პუბლიცისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მის სახელთან არის დაკავშირებული 1991 წელს უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის დაფუძნება და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია. ცნობილი მკვლევრის რედაქტორობით დაიწყო საქართველოს ისტორიის…
დიმიტრი სტაროსელსკი
დიმიტრი სტაროსელსკი (1832-1884) – გენერალ-ლეიტენანტი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. დიმიტრი სტაროსელსკი 1877-1884 წლებში ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. ბაქოდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს გვერდში…
დევი სტურუა
დევი სტურუა (1931-2001) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980). დაიბადა 1931 წელს ქ. თბილისში. 1954 წელს ამთავრებს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მუშაობას იწყებს ლიტმუშაკად გაზეთ “ზარია ვოსტოკას”…
გრიგოლ სტურუა
გრიგოლ სტურუა (1904-1963) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ქ. ხერსონის საზღვაო სასწავლებელი 1936 წელს. 1941–1945წწ. სსრკ–გერმანიის ომის დროს იყო შავი ზღვის მოქმედი სამხედრო ფლოტის ლოცმანი; მან პირველმა შეძლო ხომალდი გამჭოლი…
რობერტ სტურუა
რობერტ სტურუა (დ. 4 მაისი, 1916, სოფ. ნაბაკევი, დაბა კულაში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 21 იანვარი, 1982, თბილისი) ფერმწერ-მონუმენტალისტი, საქართველოს სსრ ახალხო მხატვარი (1965). 1933 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო…
იოსებ სუმბათაშვილი
იოსებ სუმბათაშვილი (დ. 10 ოქტომბერი, 1915, თბილისი — 14 თებერვალი, 2012, მოსკოვი) თეატრის მხატვარი, სსრკ-ს სახალხო მხატვარი 1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1942-1947 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მთავარ…