კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • მერაბ ჭელიძე

მერაბ ჭელიძე

მერაბ ჭელიძე (1975-2008) – სამედიცინო სამსახურის სერჟანტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა ხულოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რუსეთ-საქართველოს ომში საკუთარი სურვილით წავიდა. ხელვაჩაურის რაიონში სამხედრო ნაწილში ექიმად…

გიზო ჭელიძე

გიზო ჭელიძე (1931-2012) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფოლკლორისტი. ევროპის ასოციაციის წევრი, ღვაწლმოსილი ქართველოლოგი, პროზაიკოსი, დრამატურგი, რომანებისა და ნოველების ავტორი. დაკრძალულია ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გოგიტა ცეცხლაძემ.

ნიკოლოზ ჭელიძე

ნიკოლოზ ჭელიძე (1901-1978) საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1927 წელს. 1927-1928წწ. მუშაობდა თელავის მაზრის პოლიტგანყოფილების გამგედ, ხოლო 1929-1932წწ. 26-ე საშუალო სკოლის გამგედ; 1931-1932წწ. ლენტეხის რაიონის განათლების განყოფილების…

ბორის ჭიაურელი

ბორის ჭიაურელი (1916-2001) მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს(სავიოლინო). 1943 წლიდან მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად, 1954–1958წწ. იყო პრორექტორი, 1964…

სოფიკო ჭიაურელი

სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი, 1937 — გ. 2 მარტი, 2008, თბილისი) – საქართველოს სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი…

გია ჭირაქაძე

გია ჭირაქაძე (დ. 21 სექტემბერი, 1937 — გ. 19 მარტი, 2017) მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ დამფუძნებელი და ვოკალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ტელეწამყვანი. წლების განმავლობაში…

ზაქარია ჭიჭინაძე

ზაქარია ჭიჭინაძე (დ. 1854, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1931, იქვე) ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი. 1875 -1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და…

მურად ჭიჭინაძე

მურად ჭიჭინაძე (1946-1984) სპორტის ოსტატი, ორგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ალპინიზმში. დაიღუპა უშბაზე. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში.

უშანგი ჭიჭინაძე

უშანგი ჭიჭინაძე (1929-2008) სპორტული ჟურნალისტი. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.

ავთანდილ ჭიჭინაძე

ავთანდილ ჭიჭინაძე (1921-2010) რუსეთისა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაკრძალულია მოსკოვში, სომხურ სასაფლაოზე.